ka | en
Company Slogan TODO

ბუნების არაორგანული ძეგლები ჭიათურის მუნიციპალიტეტში

ავტორი: სალომე თაბაგარი
საკვანძო სიტყვები: მანგანუმი, ბუნების ძეგლი, მღვიმე
ანოტაცია:

იმერეთს მრავალფეროვანი და წარმტაცი ბუნებრივი პირობები გააჩნია, აქ წარმოდგენილია თითქმის ყველა ლანდშაფტური სარტყელი, ნოტიო სუპტროპიკებიდან დაწყებული ალპური მდელოებით დამთავრებული. რეგიონი ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ძეგლებით განსაკუთრებით მდიდარია, რომელთა დიდი ნაწილი მეცნიერთა მხოლოდ ვიწრო წრისთვისაა ცნობილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჭიათურის მუნიციპალიტეტი, რომელიც ბუნების დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. შემოსავლის ძირითადი წყარო მანგანუმის წარმოებაა, მაგრამ მოსახლეობაში უმუშევრობის დონე და ავადობა ძალიან მაღალია, თუმცა გარშემო უამრავი ძეგლია, რაც შესაძლებელია ტურისტებისთვის მიმზიდველ და საინტერესო ობიექტებად ვაქციოთ. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ მნიშვნელოვან ობიექტს ბუნების ძეგლის სტატუსიც კი არ გააჩნია, არადა ტურისტულ მარშრუტებში მათი შეტანა მნიშვნელოვნად გაზრდიდა ჩვენი ქვეყნის ტურისტული მეურნეობის პოტენციალს და მიმზიდველს გახდიდა ადგილობრივი თუ უცხოელი ვიზიტორებისათვის. ამ ბუნების საოცრებების ტურისტულ მარშრუტებში ჩართვა ბევრად მიმზიდველს გახდის ქვეყანაში მოგზაურობას როგორც უცხოელთათვის, ასევე ჩვენი მოსახლეობისათვის. ნაშრომში განხილულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნების არაორგანული ძეგლები, რომელთაგან განსაკუთრებით მღვიმეებზეა ყურადღება გამახვილებული, ვინაიდან, როგორც ვიცით, ჭიათურაში 110 მღვიმეა, რომელთაგან ბევრი იმსახურებს ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭებას.


მიმაგრებული ფაილები:

Inorganic monuments of nature in Chiatura municipality [en]
ბუნების არაორგანული ძეგლები ჭიათურის მუნიციპალიტეტში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com