ka | en
Company Slogan TODO

ულტრაიისფერი გამოსხივების ეკოლოგიური ასპექტები

ავტორი: თეიმურაზი ნაფეტვარიძე
ანოტაცია:

ნაშრომი ეხება მზის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას, კონკრეტულად კი ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებას ატმოსფეროზე, დედამიწასა და ცოცხალ ორგანიზმებზე. ნაშრომში ასახულია გამოსხივების წარმოშობისა და გავრცელების მექანიზმები როგორც ბუნებრივი ასევე ტექნოლოგიური, ასევე სასიცოცხლოდ აუცილებელი და სიცოცხლისათვის სახიფათო ზემოქმედება, ზემოქმედების შედეგად გამოწვეული ცვლილებები. ნაშრომში ასახულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემები, შედეგები და საჭირო რეკომენდაციები. ვინაიდან დღესდღეობით პლანეტის ყვეაზე მნიშვნელოვან პრობლემას გლობალური დათბობა წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია ოზონის ფენის შემცირებასა და დედამიწაზე ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდასთან, ამ პროცესებში აქტიურად მონაწილეობს მზის ულტრაიისფერი გამოსხივება, რაც საფრთხეს უქმნის დედამიწის ბინადრებს. ვინაიდან ულტრაიისფერი გამოსხივება აქტიურად ზემოქმედებს დედამიწაზე და მასზე მცხოვრებ ყველა ორგანიზზმზე, იგი აქტიურ მონაწილეობას იღებს ორგანიზმში. ბიოქიმიური პროცესების წარმოებაში და სერიოზულ ცვლილებებს იწვევს მასში. ნაშრომში განხილულია ყველა საჭირო რეკომენდაცია და სამოქმედო გეგმა რაც აუცილებელია მზის მავნე გამოსხივებისაგან თავის დაცვისათვის, და გლობაური პრობლემის მოგვარებისათვის.


მიმაგრებული ფაილები:

ულტრაიისფერი გამოსხივების ეკოლოგიური ასპექტები [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com