ka | en
Company Slogan TODO

კუჭის MALT ლიმფომის ფორმები და განვითარების გენეტიკური ასპექტები

ავტორი: ქეთევან რუბანოვი
ანოტაცია:

MALT ლიმფომა ამჟამად განიხილება, როგორც არაჰოჯკინის ლიმფომის(NHL) დამოუკიდებელი ქვეტიპი, დამახასიათებელი პათოგენური, ჰისტოლოგიური და კლინიკური თავისებურებებით. MALT-ლიმფომა მოიცავს ნელამზარდი ექსტრანოდალური B-უჯრედულ ახალწარმონაქმნებს, რომელთაც ახასიათებთ მსგავსი კლინიკური, პათოლოგიური, იმუნოლოგიური და მოლეკულური თვისებები. MALT-ლიმფომა ყველაზე ხშირად გვხვდება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. კუჭის MALT-ლიმფომა დაკავშირებულია Helicobacter pylori-ით გამოწვეულ ინფექციასთან. Helicobacter pylori-ით ინფიცირება გავრცელებულია მთელს მსოფლიოში. ინფიცირებულთა მხოლოდ ნაწილს შეიძლება განუვითარდეს MALT-ლიმფომა. მის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს გენეტიკური და ეკოლოგიური ფაქტორები და H. Pylori შტამის განსხვავებული ვირულენტობა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com