ka | en
ავტორიზაცია
Y ტიპის Ba0.5Sr1.5Zn2Fe12O22ჰექსაფერიტული შენაერთის შესწავლა
ავტორი: გიორგი ხაზარაძეანოტაცია:
უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში გაძლიერდა ინტერესი ისეთი ნივთიერებებისადმი რომლებსაც ერთდროულად გააჩნიათ ერთზე მეტი ტიპის მოწესრიგება. მაგალითად, ფერომაგნიტური და ფეროელექტრული, ასეთ ნივთიერებებს მულტიფეროიკულს უწოდებენ. ამასთანავე, თუ ამ ნივთიერებებში მოწესრიგებებს შორის არსებობს საკმარისად ძლიერი კავშირი, ასეთი ნივთიერებები შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ტიპის ელექტრული მოწყობილობების შესაქმნელად. ერთ-ერთი ნივთიერება რომელიც საინტერესოა ამ კუთხით არის Y ტიპის ჰექსაფერიტი Ba2-xSrxZn2Fe12O22 შენაერთი.