ავტორიზაცია
კომპიუტერული მოდელირების პროგრამული უზრუნველყოფა
ავტორი: დავითი ხუხუათანაავტორები: არდაზიშვილი ნ, ბანცაძე ბ, ბასილიძე ვ, ბერიძე თ, გელაშვილი ბ, ლილუაშვილი თ, მაისურაძე დ, მამულაშვილი ლ, სასანია ნ, ტაბატაძე ნ, ხარაზიშვილი ზ, ხასაია ლ
საკვანძო სიტყვები: მოდელირება, პროგრამული უზრუნველყოფა, კომპიუტერული მოდელირება, მათემატიკური მოდელირება
ანოტაცია:
დღესდღეობით ძალიან აქტუალურია ისეთი პრობლემები, როგორიცაა: გლობალური დათბობა, დემოგრაფიული და ეკოლოგიური პრობლემები. ამ პროექტში განხილულია აღნიშნული პრობლემის მოდელები, მათი გადაჭრის გზები და წარმოდგენილია ჩვენ მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მომხმარებელს ეხმარება ამ ყველაფრის გაანალიზება-გადაწყვეტაში და სამომავლო პროგნოზების გაკეთებაში პრევენციის მიზნით. მოდელირების პრობლემა შესაძლოა გაჩნდეს მაშინ, როცა არსებობს გარკვეული დაკვირვებები, რომლებიც გარკვეული გაზომვების შედეგად გვაწვდის რაიმე ინფორმაციას. ასეთ დროს გვსურს, შევქმნათ შედარებით მარტივი მათემატიკური ფუნქციები, რომლებიც გვეხმარება არსებული დაკვირვებებისათვის მოდელის შექმნაში. ასეთი ფუნქციების შექმნის მიზანია მონაცემების თვისობრივი და რაოდენობრივი გამოკვლევა, რაც გვეხმარება სიტუაციის უკეთ გარკვევასა და შესაბამისი რეაგირების მოხდენაში. მათემატიკური მოდელის შექმნა შედგება რამდენიმე ძირითადი ნაბიჯისაგან. პირველი ნაბიჯია ამოცანის რაც შეიძლება გასაგებად გადმოცემა. მეორე ნაბიჯია შესაბამისი კონცეფციების გამოყენება სხვადასხვა გონივრული მოდელების შესაქმნელად. მესამე ნაბიჯია მიღებული მოდელების ერთმანეთთან შედარება ყველაზე ოპტიმალური მოდელის მოსაძებნად. ხოლო მეოთხე ნაბიჯია შერჩეული მოდელის უპირატესობების დემონსტრირება, რაც გულისხმობს ამ მოდელის მეშვეობით ისეთი აუცილებელი დასკვნების გაკეთებას, რისი მიღებაც თავდაპირველი დაკვირვებების მეშვეობით უბრალოდ შეუძლებელია.