ka | en
Company Slogan TODO

p53, pRB გენებისა და რიბოსომული ცისტრონების აქტივობის ცვალებადობის შესწავლა მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დროს

ავტორი: ნინო ჩიღვინაძე
საკვანძო სიტყვები: რიბოსომული ცისტრონები, p53 და PRB გენები, ნაწლავის სიმისვნე
ანოტაცია:

მსხვილი ნაწლავის კიბო (მნკ) გენეტიკურად განპირობებულ მულტიფაქტორულ დაავადებებს მიეკუთვნება. კანცეროგენეზში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ გენები - pRb და p53, რომელთა მუტაციებიც მაღალი სიხშირით სიმსივნის განვითარებას განაპირობებენ და კავშირში არიან ერთმანეთთან. ამავდროულად, ნაჩვენებია, რომ სიმსივნეებით განპირობებულ სტრესში ჩართული რიბოსომული ცისტრონების სისტემა ასოცირებულია p53 გენთან. შესაბამისად, pRb და p53 გენების პროდუქტებისა, და მეორე მხრივ, რიბოსომული ცისტრონების აქტივობის ცვალებადობის შესწავლა მნკ-ს შემთხვევაში, რაც მოცემული კვლევის მიზანს წარმოადგენს, აქტუალურია. საკვლევ მასალად გამოიყენებოდა მნკ-თი დაავადებულ ინდივიდთა და ჯანმრთელ ინდივიდთა საკონტროლო ჯგუფის პერიფერიული სისხლი. p53 და pRb გენთა პროდუქტების ცვალებადობის შეფასება ხდებოდა იმუნოფერმენტული ანალიზის (ELISA) მეთოდით. რიბოსომული ცისტრონების აქტივობის გამოვლენა ხდებოდა პერიფერიული სისხლის ლიმფოციტარული კულტურებიდან მიღებული ქრომოსომული პრეპარატების მოვერცხლვის გზით. აღმოჩნდა, რომ მნკ-თი დაავადებულებში p53 და pRB გენების პროდუქტების შემცველობა სისხლის შრატში ვარირებს ინდივიდთა მიხედვით, და შესაბამისად, ამ გენთა მუტაციების როლი კონკრეტული სიმსივნეების განვითარების შემთხვევაში შეიძლება არაერთგვაროვანი იყოს. რაც შეეხება რიბოსომული ცისტრონების აქტივობას, დადგინდა, რომ მნკ-თი დაავადებულთა უჯრედებში მკვეთრად არის გაზრდილი დიდი ზომის აქტიურ ბირთვაკთა ორგანიზატორების სიხშირე, რაც რიბოსომული გენების დამატებით ჩართულობაზე და სინთეზური პროცესების აქტივაციაზე მიუთითებს. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ხასიათის კვლევები საქართველოში არ ჩატარებულა, ამდენად, მიღებული შედეგები ორიგინალურია.


მიმაგრებული ფაილები:

p53, pRB გენებისა და რიბოსომული ცისტრონების აქტივობის ცვალებადობის შესწავლა მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დროს [ka]
Study of variability of p53, pRB genes and ribosomal cistrones activity during colon cancer [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com