ავტორიზაცია
არომატის შემცვლელი ნეიტრალური დენებით მიმდინარე ტოპ კვარკის იშვიათი დაშლის t->qZ შესწავლა მასათა ცენტრის სისტემაში 8 ტევ ენერგიაზე pp-ურთიერთქმედებებში ATLAS ექსპერიმენტზე
ავტორი: არჩილ დურგლიშვილიანოტაცია:
არომატის შემცვლელი ნეიტრალური დენებით (აშნდ) მიმდინარე ტოპ კვარკის იშვიათი დაშლა t->qZ შევისწავლეთ ექსპერიმენტული მონაცემების ანალიზის შედეგად, რომელიც დაგროვილი იქნა ATLAS ექსპერიმენტში 2012 წლის განმავლობაში მასათა ცენტრის სისტემაში 8 ტევ ენერგიაზე პროტონ-პროტონული ურთიერთქმედებების შედეგად და რომელიც შეესაბამება 20.3 ფბ-1 ინტეგრალურ ნათებას. t->qZ დაშლის ძიება განვიხილეთ ტოპ-ანტიტოპ კვარკების წყვილური დაბადების ტოპოლოგიაში, როდესაც ერთი ტოპ კვარკი იშლება არომატის შემცვლელი ნეიტრალური დენებით მიმდინარე პროცესის შესაბამისად, ხოლო მეორე ტოპ კვარკი იშლება სტანდარტული მოდელის მიხედვით დომინანტური პროცესის შესაბამისად. tt‾->bWqZ შემთხვევები შესწავლილ იქნა დილეპტონურ არხში: ყალიბრული Z ბოზონი იშლება ლეპტონებად, ხოლო W ბოზონი იშლება კვარკებად. განხილული ტოპ კვარკის აშნდ პროცესით მიმდინარე იშვიათი დაშლის არანაირი ცხადი ნიშანი არ იქნა დამზერილი. 95% დამაჯერებლობის ხარისხით გამოთვლილი ინქა დამზერილი (მოსლაოდნელი) ზედა ზღვარი t->qZ დაშლის ფარდობითი ალბათობისათვის Br(t->qZ) < 2.9 x 10-3 (2.7 x 10-3).
მიმაგრებული ფაილები:
მოხსენების სლაიდები [ka]ნაშრომი [ka]