ka | en
Company Slogan TODO

ქსელური უსაფრთხოების პოლისების იმპლემენტაცია ქსელის ეფექტური მართვისათვის

ავტორი: შალვა ანანიაშვილი
ანოტაცია:

თანამედროვე ორგანიზაციების საქმიანობა სულ უფრო უფრო დამოკიდებული ხდება ციფრულ გარემოზე და ამ სფეროში ნებისმიერმა შეფერხებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენოს მას. ინფორმაციის მოცულობის ზრდასთან ერთად იზრდება ინფორმაციის დატაცების, არასანქცირებული წვდომის, გამიზნული შეცვლის და მათი დანაშაულებრივი მიზნებით გამოყენების რისკები. აქედან გამომდინარე, ორგანიზაციებს უხდებათ გამოყონ დრო და რესურსები ინფორმაციისა და ქსელური უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, შესაბამისად ინფორმაციული უსაფრთხოება დღეისათვის ყველაზე მოთხოვნადი და აქტუალური საკითხია. ეს ნაშრომი ეხება ორგანიზაციებში ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შექმნასთან დაკავშირებულ საკითხებს. ინფორმაციული უსაფრფთხოება - ეს არის ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების დაცვა მათი დაზიანებისა და განადგურებისაგან. დღეისათვის, როდესაც ინფორმაციულ სისტემებს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ჩვენს ცხოვრებაში, დგება მასში შემავალი ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხი. ინფორმაციული უსაფრთხოება არ უზრუნველყოფს აბსოლუტურ დაცვას, უსაფრთხოების პოლიტიკა წარმოადგენს გამაფრთხილებელ მოქმედებათა ერთობლიობას, რომელიც, სწორად შემუშავებისა და დანერგვის შემთხვევაში, საშუალებას გვაძლევს დავიცვათ ინფორმაცია და მოწყობილობები საფრთხეებისგან, რომელიც შესაძლებელია მათი სუსტი ადგილების გამოყენებით. ამ საფრთხეებთან საბრძოლველად საჭიროა ინფორმაციული რესურსების დაცვის პროცესის მიზანმიმართული ორგანიზება, რაშიც უნდა მონაწილეობდნენ პროფესიონალი სპეციალისტები, ადმინისტრაცია, თანამშრომლები და მომხმარებელი, რაც აამაღლებს საკითხის ორგანიზაციულ მხარეს. ნაშრომში მოცემულია მეთოდები და პრინციპები, რომლის შესრულება აუცილებელია, რათა შეიქმნას დაცული ქსელური ინფრასტუქტურა.


მიმაგრებული ფაილები:

ქსელური უსაფრთხოების პოლისების იმპლემენტაცია ქსელის ეფექტური მართვისათვის [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com