ავტორიზაცია
ქსელის საიმედოობის პრობლემა და ინფორმაციის დაცვა.
ავტორი: გიორგი ციცვიძეანოტაცია:
სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესი და მასთან დაკავშირებული ინტეგრაცია, ასევე ადამიანის საქმიანობის შედეგმა ამ სფეროში, მიგვიყვანა გლობალური წინააღმდეგობებთან, რომლებმაც მწვავედ დააყენეს კაცობრიობის წინაშე გადარჩენის პრობლემა და უსაფრთხოების განვითარების საკითხი. კაცობრიობა უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის ქვეყნების განვითარებას. უსაფრთხოების განსაზღვრის მხრივ შეიძლება უამრავი კომპონენტი გამოვყოთ: პოლიტიკური, ტექნოლოგიური, ბირთვული, საგანმანათლებლო, ეკონომიკური და ა. შ. ამ კომპონენტების საფუძველი ინფორმაციული უსაფრთხოებაა. ნაშრომში განხილული იქნება პაროლის ადმინისტრირების პოლიტიკა, აქტიური აუდიტი, ინფორმაციული უსაფრთხოების სხვადასხვა კომპონენტები, ინფორმაცის დაცვის მექანზმები და ინსტრუმენტები და სხვა ამ საკითხთან დაკავშირებით გლობალურ ქსელებში მუშაობის დროს ჩნდება მთელი რიგი კითხვები: რომელი პროგრამული და ტექნიკური რესურსები უნდა იქნას გამოყენებული ინფორმაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით? რა დონის რისკთან გვაქვს საქმე? და ა. შ. რომელზეც პასუხების გაცემას შევეცდებით ნაშრომში.