ავტორიზაცია
,,ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტების (B და C) ინფექციის ასოცირების შესწავლა პანკრეასის სიმსივნის განვითარების რისკთან”
ავტორი: ხატია მიქელაძესაკვანძო სიტყვები: B ჰეპატიტი C ჰეპატიტი პანკრეასის სიმსივნე, ონკომარკერები
ანოტაცია:
ლიტერატურაში მწირეა მონაცემები ინფექციური აგენტების გავლენის შესახებ პანკრეასზე და მით უფრო მის სიმსივნურ ტრანსფორმაციასთან მათი ასოცირების ირგვლივ. თუმცა ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ჩნდება ინფორმაცია ინფექციური ჰეპატიტების და მათი შესაძლო როლის შესახებ პაკნრეასის სიმსივნეების ჩამოყალიბებაში. მწვავე ჰეპატიტები A და E, ასევე ქრონიკული ჰეპატიტები B და C ხშირად ხდებიან პანკრეატიტის მიზეზიც. ბოლო დროინდელი კვლევებით დასტურდება B და C ჰეპატიტების ინფექციური ანტიგენების: HBsAg, HBcAg, HBeAg, ასევე ანტი-HCV ანტისხეულების და ვირუსული ნუკლეინის მჟავების არსებობა პანკრეასის უჯრედებში და ასევე ნაჩვენებია ამ ვირუსების ასოციაცია პანკრეასის სიმსივნურ ტრანსფორმაციასთან. საქართველოში არ არსებობს მონაცემები ინფექციურ ჰეპატიტების ასოციაციის შესახებ პანკრეასის სიმსივნეეებთან. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მოსახლეობის B და C ჰეპატიტით ინფიცირების ძალზე მაღალ მაჩვენებელს მოცემული კვლევის აქტუალობა და სიახლე აშკარაა. პანკრეასის სიმსივნური ტრასნფორმაციის ადრინდელი გამოვლინების მარკერის ნახშირწყლოვანი ანტიგენის 19-9 (CA 19-9) კონცენტრაციის დადგენით C და B ჰეპატიტებით ინფიცირებულ პირებში, შესაძლებელია ქრონიკულ ჰეპატიტებსა და პანკრეასის სიმსივნეებს შორის პილოტური კორელაციური ანალიზი. კვლევა ძალზე აქტუალურია ქვეყნისათვის, რომლის ახალგაზრდა მოსახლეობის 9% ინფიცირებულია B და/ან C ჰეპატიტით. ნაშრომი შედგება შესავლის, სამი თავისა და დასკვნისგან. პირველ თავში განხილულია B და C ჰეპატიტის ვირუსის ანტიგენული სტრუქტურა, ვირუსის სასიცოცხლო ციკლი, ასევე პანკრეასის სიმსივნე და ონკომარკერები. მეორე თავი მოიცავს კვლევის მასალას, მეთოდოლოგიას და მონაცემების სტატისტიკურ დამუშავებას, ხოლო მესამე თავში წარმოდგენილია ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც მოიცავს B და C ჰეპატიტების ასოციაციას პანკრეასის CA 19-9 და ზოგად კარცინოემბრიონალურ CEA ონკომარკერების კონცენტრაციასთან. ნაშრომის დასკვნით ნაწილში შეჯამებულია ჩატარებული კვლევის შედეგები და მოცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.