ავტორიზაცია
ტემპერატურის ვერტიკალური განაწილების სტატისტიკური ანალიზი კახეთის რეგიონში (2012-2016 წწ.)
ავტორი: ხატია თავიდაშვილისაკვანძო სიტყვები: სეტყვა, კახეთი, ტემპერატურის ვერტიკალური განაწილება, კლიმატის ცვლილება
ანოტაცია:
ნაშრომში წარმოდგენილია, ატმოსფეროს ტემპერატურის, ყოველდღიური ვერტიკალური რადიოლოგიური ზონდირების მონაცემთა დეტალური ანალიზი თელავში დაკვირვებათა 4 ვადისათვის (04, 10, 16 და 24 სთ, თბილისის დროით). 2012-2016 წლების მონაცემები გამოყენებულია საერთაშორისო საინფორმაციო ბაზიდან htts://ready.arl.noaa.gov/READYcmet.php. ინფორმაცია დედამიწისპირა ტემპერატურის შესახებ მიღებული იქნა მონაცემთა მსოფლიო ბაზის საიტიდან htts://rps.ru/Weather in Georgia. სრულად ჩატარდა ჰაერის ტემპერატურის ვერტიკალური პროფილის 7308 მონაცემის სტატისტიკური ანალიზი, სიმაღლეთა დიაპაზონში 0.543 კმ-დან (თელავის მეტეოსადგურის სიმაღლე) 27 კმ-მდე. ნაშრომში მოცემულ ეტაპზე შესწავლილია: ჰაერის ტემპერატურის საშუალო თვიური მონაცემების ვერტიკალური განაწილება კახეთის ტერიტორიაზე (იანვარი-დეკემბერი), ნულოვანი და -6 °C იზოთერმის სიმაღლეების დეტალური სტატისტიკა (აპრილი-ოქტომბერი, სეტყვასთან ბრძოლის სეზონი), ნულოვანი იზოთერმის საშუალო თვიური მონაცემების ცვალებადობა. განსახილველ ტერიტორიაზე -6°C იზოთერმის და ჰაერის ტემპერატურის ვერტიკალური გრადიენტის (2012-2016 წწ) მონაცემები, შევადარეთ გასული საუკუნის (50-იანი წლების დასაწყისსა და 60-იანის დასასრულის) მონაცემებს. კვლევის შედეგად დავადგინეთ, რომ კახეთის რეგიონში, ბოლო პერიოდში, წინა საუკუნესთან შედარებით, აღინიშნება 0°C-ის იზოთერმის სიმაღლის ზრდა ივნისიდან ოქტომბრამდე, ხოლო -6°C იზოთერმისა -ივნისიდან აგვისტომდე და სექტემბერში. 2012-2016 წლებში, მაისიდან ოქტომბრამდე, სიმაღლის ზრდასთან ერთად ჰაერის ტემპერატურის საშუალო თვიური მნიშვნელობების შემცირება უფრო დიდი გრადიენტით ხდება, ვიდრე 1958-1961 წლებში. ბოლო ხუთი წლის (2012-2016) განმავლობაში, კახეთის რეგიონში -6°С იზოთერმის სიმაღლე წინა პერიოდთან (1958-1961) შედარებით გაიზარდა ივნისში, ივლისში, აგვისტოსა და ოქტომბერში (უდიდესია ოქტომბერში - 319 მ, უმცირესი ივლისში - 143 მეტრი), ხოლო შემცირდა მაისში (280 მ) და სექტემბერში (38 მეტრით). მიღებული შედეგების გამოყენება შესაძლებელია: ამინდზე ზემოქმედებისას სარაკეტო საშუალებათა ოპტიმალური შერჩევისათვის; სეტყვაზე საარტილერიო ზემოქმედების შედეგად გამოწვეული სასოფლო-სამეურნეო კულტურების; ინფრასტეუქტურის; ტრანსპორტისა და შენობა-ნაგებობათა პოტენციურ დაზიანებათა დეტალური რუკების შესადგენად, ადგილის სიმაღლის, ნულოვანი იზოთერმის სიმაღლის და ღრუბლებში სეტყვის მარცვლების ზომების რადიოლოკაციური გაზომვებისათვის.
მიმაგრებული ფაილები:
Statistical analysis of vertical temperature distribution for Kakheti region (2012-2016 years) [en]ტემპერატურის ვერტიკალური განაწილების სტატისტიკური ანალიზი კახეთის რეგიონში (2012 - 2016 წწ .) [ka]