ka | en
Company Slogan TODO

მონაცემთა ბაზებზე დაფუძნებული ვებ-გვერდების შემუშავების თავისებურებები

ავტორი: თამთა დარბაისელი
ანოტაცია:

თანამედროვე სამყაროში, სადაც ყოველი ახალი დღე მოდის ახალი ტექნოლოგიებით და ახალი მიღწევებით, ბუნებრივად ჩნდება იმის მოთხოვნილება და საჭიროება, რომ ადამიანი იყოს მუდამ თანამედროვე ამ ტექნოლოგიებისადმი და ფეხდაფეხ მიყვეს ახალ იდეებს. ზოგადად, ვებ გვერდების არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს სამედიცინო, ბიზნესის, საინფორმაციო, განათლების და სხვა უამრავ დარგში. მაგალითისათვის, ბიზნესის წარმატებაში დიდი როლო უკავია ვებ გვერდს. მისი საშუალებით მფლობელებს შეუძლიათ გაზარდონ თავიანთი პროდუქტის ცნობადობა, ეძლევათ საშუალება, რომ პროდუქცია განათავსონ და გაყიდონ online, ჰქონდეთ პირდაპირი კავშირი მომხმარებლებთან და მოემსახურონ მათ შორი მანძილებიდან. ვებ-დეველოპერის ვალია გამოიკვლიოს და გაითვალისწინოს თუ რა არის მნიშვნელოვანი არსებულ ამოცანაში და ამის მიხედვით დაგეგმოს და გადაწყვიტოს ვებ გვერდის სტრუქტურა. არსებობს რამოდენიმე საკვანძო წერტილი იმისათვის, რომ უფრო მარტივი გახდეს არჩევანის გაკეთება ვებ-დიზაინის იმ ფორმატზე, რომელიც შეესაბამება დამკვეთის მიზნებს. ნაშრომში განხილულია ეს საკვანძო წერტილები, ასევე ძირითადი განმასხვავებელი ნიშნები დინამიურსა და სტატიკურ ვებ გვერდს შორის და ის უპირატესობები რაც გააჩნია თითოეულ მათგანს. ასევე განხილულია ვებ აპლიკაციების აგების N-Tier არქიტექტურა 3-Tier-ის მაგალითზე, მისი თავისებურებები და უპირატესობები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com