ka | en
Company Slogan TODO

წყლის ორთქლი, როგორც სათბურის აირი

ავტორი: Nano gogia
საკვანძო სიტყვები: წყლის ორთქლი, სათბურის აირი, კლიმატის ცვლილება
ანოტაცია:

წყლის ორთქლი დიდი ხანია ცნობილია, როგორც სათბურის აირი, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი ატმოსფეროს ქვედა ფენებში და მნიშვნელოვან როლს თამაშობს კლიმატურ პროცესებში. მისი შემადგენლობა ცვალებადია როგორც დროში, ასევე სივრცეში და მერყეობს 0,2-დან 4 პროცენტამდე. ბოლო პერიოდში ამ სათბურის აირის კვლევა უფრო საფუძვლიანად გახდა შესაძლებელი. რამაც განაპირობა ის, რომ მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილებას, რომელსაც ჩვენს საუკუნეში აქვს ადგილი სწორედ წყლის ორთქლის გაზრდილი რაოდენობა იწვევს და არა ნახშირორჟანგი. კერძოდ, როცა იზრდება წყლის ორთქლის რაოდენობა იზრდება ტემპერატურაც, რაც იწვევს სათბურის ეფექტს. მეცნიერების დიდი ნაწილი ამ თეორიას არ ემხრობა და კლიმატის ცვლილებას კვლავინდებურად ნახშირორჟანგის რაოდენობის ზრდას მიაწერს, თუმცა აღიარებს წყლის ორთქლის მნიშვნელოვან როლს კლიმატის ცვლილებაში, რომელსაც „დადებითი უკუკავშირის ეფექტს“ უწოდებენ. კერძოდ, წყლის ორთქლს აქვს სითბოს გამაძლიერებელი ეფექტი. ტემპერატურის ზრდა, რომელიც ნახშირორჟანგის ემისიის შედეგია იწვევს წყლის ორთქლის რაოდენობის ზრდას, რაც თავის მხრივ უფრო მეტად ზრდის ტემპერატურას. ჩემს სემინარში დეტალურად არის ღწერილი ეს პროცესი. ასევე ორივე თეორიის არგუმენტები და მათი შედარება. სემინარის კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც ჩემი აზრით კავშირშია წყლის ორთქლის როლის მნიშვნელოვნად წამოწევასთან კლიმატის ცვლილების პროცესში, გახლავთ შეერთებული შტატების ახალი გარემოსდაცვითი პოლიტიკა და ის შესაძლო რეზონანსი, რომელიც ამ ცვლილებებს შეიძლება მოყვეს. საერთაშორისო კონვენციებისა და შეთანხმებების მნიშვნელობა და საფრთხეები, რომელიც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებმა შეიძლება მათ შეუქმნას.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com