ავტორიზაცია
ატმოსფეროში არსებული ორგანული ნიტრატების კვლევა აეროზოლ მას სპექტრომეტრიული მეთოდებით
ავტორი: ავთანდილი ტურძილაძესაკვანძო სიტყვები: ორაგნული ნიტრატები, აეროზოლ მას სპექტრომეტრი, აქროლადი ორგანული ნაერთები, მასური განაწილება
ანოტაცია:
ატმოსფეროში ღამით მიმდინარე აქროლადი ორგანული ნაერთებისათვის ძირითადი დამახასიათებელი რეაქციაა მათი ურთიერთქედება ნიტრატის რადიკალთან. მაშინ როცა OH თამაშობს ძირითად როლს დღის მანძილზე მიმდინარე ქიმიურ რეაქციებში დაწარმოადგენს დომინანტ დამჟანგველს ტროპოსფეროში, NO3 არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი დამჟანგველი ღამით მინდინარე რეაქციებში, ოზონთან ერთად. გამომდინარე იქედან რომ NO3 მიიღება NO2 ისა და ტროპოსფეროში არსებული ოზონის ურთიერთქმედების შედეგად, მთავარი წყარო NO3 ისა არის ანთროპოგენული. ზოგადად ნიტრატები შეიძლება იყოს ორგანული და არაორგანული ბუნების. ნიტრატის რადიკალი მოქმედებს რა, აქროლად ორგანულ ნაერთებთან რეაქციის შედეგად წარმოიქმნება ორგანული ნიტრატები, რომლებიც წარმოადგენენ მეორად ორგანულ აეროზოლებს და გააჩიათ გავლენა კლიმატზე და ჰაერის ხარისხზე. მაშინ როცა დღესდღეისობით არის უამრავი კვლევა და შედეგები მეორადი ორგანული აეროზოლების წარმოქმნაზე აქროლადი ორგანული ნაერთებიდან OH და O3 მეშვეობით, მხოლოდ მცირეოდენი ექპერიმენტები არსებობს ნიტრატის რადიკალთან დაკავშირებით, ამ მიმართულებით. წინამდებარე ნაშრომში განხილულია ორგანული ნიტრატების მნიშვნელობა და მოცემულია ინფორმაცია ორგანული ნიტრატების კვლევაში არსებულ უმნიშვნელოვანესი მეთოდის კერძოდ აეროზოლ მას სპექტრომეტრიის შესახებ. ასევე განხილულია ამ უკანასკნელის მოქმედების ძირითადი მექანიზმი და მოყვანილია რამდენიმე კონკრეტული მაგალითი რეალური ექპერიმენტებიდან.
მიმაგრებული ფაილები:
ანოტაცია_ავთანდილ ტურძილაძე [ka]abstract_avtandil_turdziladze [en]