ka | en
Company Slogan TODO

კახეთის რეგიონის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესების მიზნით, დიდი კავკასიონის კარსტული წყალშემცველი ჰორიზონტის რესურსების შესწავლა ეკოლოგიური იზოტოპებისა და ჰიდროქიმიური მეთოდოლოგიის გამოყენებით

ავტორი: სოფიო ვეფხვაძე
საკვანძო სიტყვები: სტაბილური იზოტოპები, ჰიდროქიმია, კარსტები
ანოტაცია:

კვლევის მიზანია შესწავლილ იქნეს ბუნებრივი (18O და 2H) და გეოქიმიური (ძირითადი იონები და გაზები) ტრასერების სივრცულ-დროითი განაწილება მიწისქვეშა კარსტულ წყლებში, დიდი კავკასიონის სამხრეთი ფერდის გასწვრივ კარსტულ წყალშემცველ ჰორიზონტში სასმელი წყლის რესურსების დასადგენად. ბუნებრივი ტრასერების სამონიტორინგო ქსელი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) აგეგმვისა და მონიტორინგის მონაცემები გამოყენებული იქნება დიდი კავკასიონის სამხრეთი ფერდის გასწვრივ მდებარე არეალის წყლის ნაკადების ციფრული მოდელირებისათვის. შემუშავდება კონცეპტუალური და ციფრული მოდელები მიწისქვეშა წყლების შევსების, წარმოშობის და წყლის ნაკადის შეფასების მიზნით. განისაზღვრება მიწისქვეშა წყლების ასაკი და ჰორიზონტში მისი განახლების ხარისხი, მიმდებარე ქალაქების წყალმომარაგების მიზნით. შემუშავდება წყლის რესურსების მართვის მეთოდური რეკომენდაციები და მიწოდებული იქნება ინფორმაცია თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ გარემოს ტრასერები წყლის რესურსების შეფასებისა და მათი დაცვისათის



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com