ka | en
Company Slogan TODO

γδT უჯრედების როლის შეფასება ტუბერკულოზის პათოგენეზში

ავტორი: თეკლე ყალიჩავა
საკვანძო სიტყვები: ტუბერკულოზი, γδT უჯრედები, იმუნური პასუხი
ანოტაცია:

ინფექციური დაავადება ტუბერკულოზი მსოფლიო ჯანდაცვის გლობალურ პრობლემას წარმოადგენს. საქართველო მიეკუთვნება ტუბერკულოზის მაღალი სიხშირის მქონე ქვეყანების რიცხვს. 2015 წლის მონაცემებით საქართველოში 3611 შემთხვევა დარეგისტრირდა, მათ შორის 73% ახალი შემთხვევა იყო. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ ათწლეულში გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული ტუბერკულოზის ინციდენტობისა და სიკვდილობის შემცირების მიმართულებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ტუბერკულოზი კვლავ სახელდება განვითარებად ქყეყნებში ავადობისა და სიკვდილობის მაჩვენებლებში წამყვან მიზეზად. საქართველოში, ტუბერკულოზის საგანგაშო სიხშირის გამო MDR-ის მაღალი წილით, Mycobacterium tuberculosis იმუნური რეაქციის შესწავლას შესაძლო იმუნომოდულაციის მკურნალობის მიზნით ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. Mycobacterium tuberculosis ინფექციის ამოცნობასა და რეაგირებაში ჩართულია იმუნური კომპონენტები, ამ მხრივ, ცოტა ხნის წინ ყურადღების ცენტრში მოექცა γδ T უჯრედები მათი მნიშვნელობის გამო ამ მიკროორგანიზმების მეთვალყურეობასა და/ან რეზისტენტულობაში. ზოგიერთ კვლევებში ნაჩვენებია, რომ γδ T უჯრედები წარმოადგენს IL17-ის წყაროს Mycobacterium tuberculosis საპასუხოდ, მაგრამ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელი ქვეტიპია პასუხისმგებელი IL17-ის წარმოქმნაზე არ არსებობს. ჩვენი კვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა γδ T უჯრედების დახასიათება ფილტვის აქტიური ტუბერკულოზით დაავადებულ არანამკურნალებ პირველად დიაგნოსტირებულ პაციენტებში. ტუბერკულოზისას, γδ T უჯრედების როლი წარმოადგენს კვლევის შედარებით ახალ თემას და მსგავსი კვლევა არ ჩატარებულა საქართველოში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო γδ T უჯრედების და მათი ქვეტიპების მახასიათებლების შედარება აქტიური ტუბერკულოზის მქონე პაციენტებში. პარამეტრები, რომლებიც ჩვენ ავირჩიეთ წარმოდგენილი კვლევის განხორციელებისათვის, საშუალება მოგვცა შეგვეფასებინა ტუბერკულოზის ინფექციის ზეგავლენა γδ T უჯრედებზე. განსვსაზღვრეთ γδ T უჯრედების ქვეტიპების აქტივაცია CD 69 აქტივაციის მარკერის საშუალებით და ილ17-ს წარმოქმნა γδ T უჯრედების ქვეტიპებში. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად მივიღეთ რომ დაავადებულ პაციენტთა პერიფერიულ სისხლში არ შეინიშნება T ლიმფოციტების საერთო რაოდენობის მკვეთრი მატება ან კლება, მაგრამ მისი ქვეპოპულაციის, γδ T უჯრედების რაოდენობა მომატებულია საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. მიუხედავად იმისა რომ γδ T უჯრედების რაოდენობის მატება მცირეა, შესამჩნევია მის შიგნით ქვეპოპულაციებს შორის თანაფარდობის ცლილება. საკონტროლო ჯგუფთან შედარებით შემცირებულია Vδ1 T უჯრედების რაოდენობა და მომატებულია Vδ2 T უჯრედების რაოდენობა. შემცირებულია Vδ1 T უჯრედების აქტივაციის დონე საკონტროლო ჯგუფთან შედარებით და მომატებულია Vδ2 T უჯრედების აქტივაციის დონე. ილ 17 წარმოქმნაზე პასუხისმგებელია γδ T უჯრედების ორივე ქვეპოპულაცია, ამასთანავე შეინიშნება Vδ2 T უჯრედების მიერ ილ17 წარმოქმნის მატება დააავადებულებში. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით შესაძლოა დავასკვნათ რომ γδ T უჯრედები ჩართულნი არიან ტუბერკულოზის პათოგენეზში. ილ17-ის წარმოქმნაზე შესაძლოა პასუხისმგებელი იყოს Vδ2 T უჯრედების ქვეპოპულაცია, ვინაიდან უცნობია თუ რომელი პოპულაციაა ილ17-ის წარმოქმნაზე პასუხისმგებელი. ილ17-ის ფუნქციური შესწავლა კი შესაძლოა საფუძველად დაედოს იმუნოთერაპიის განვითარებას.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com