ka | en
Company Slogan TODO

ზეგამტარული ღრეჩოს სიმეტრიის დადგენა ჰიდროსტატიკური წნევის ქვეშ MoTe2-ში

ავტორი: გრიგოლ თანიაშვილი
ანოტაცია:

ჩვენს მიერ შესწავლილი ნივთიერება, ორთორომბული Td სტრუქტურის MoTe2 წარმოადგენს ახალი ტიპის ვეილის ნახევარმეტალს, რომელსაც ახასიათებს უჩვეულო მაგნიტური წინაღობა და ზეგამტარული ფაზა. ჩვენი სამუშაოები შესრულდა მაღალ წნევებზე (pmax = 1.3 GPa), მიუონის სპინის ბრუნვის მეთოდის გამოყენებით, მაგნიტური ველის შეღწევადობის სიღრმის λ(T) ტემპერატურაზე დამოკიდებულების დასადგენად Td-MoTe2 ნიმუშში. დაიმზირება კრიტიკული ტემპერატურისა და ზედენადობის სიმკვრივის ns(0) ~ 1/λ2(0) მნიშვნელოვანი ზრდა წნევის მოდებისას. ტემპერატურის 1/λ2(T) ზე დამოკიდებულება შეუთავსებადია წესრიგის პარამეტრის მარტივ იზოტროპულ s-wave ტიპთან, თუმცა იგი მშვენივრად აღიწერება 2 s-wave სიმეტრიის ღრეჩოთი. დაიკვირვება წრფივი კორელაცია Tc სა და ns(0) ს შორის რაც მიუთითებს არასტანდარტული ხასიათის ზეგამტარობაზე Td-MoTe2 ნივთიერებაში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com