ავტორიზაცია
დიდი მონაცემების ვიზუალიზაცია
ავტორი: გიორგი გურწიშვილიანოტაცია:
ინფორმაციული ტექნოლოგია არის ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება ინფორმაციის დამუშავებისთვის.უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ის იყენებს კომპიუტერულ ტექნიკას ინფორმაციის შენახვასა და გადაცემისთვის. სამომხმარებლოს ბაზრის ზრდასთან ერთად გაიზარდა ინფორმაციის მოცულობაც. დღესდღეობით საკმაოდ აქტუალური გახდა Big Data Analytics პროცესი. ყოველწლიურად იმარეთება საერთაშორის კონფერენციები, წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები გვთავაზობენ თავიანთ პროდუქტებს მონაცემთა დამუშავებისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ამ ინფორმაციის ვიზუალიზაცია და მომხმარებლისთვის რელევანტური სახით წარდგენა. ჩემი ნაშრომის საკვლევ ობიექტს ზუსტად ეს საკითხი წარმოადგენს. ჩემს მიზანია შევისწავლო ციფრულ სივრცეში არსებული პოდუქტები. მნიშვნელოვანია არსებული ტექნოლოგიური და პროგრამული უზრუნველყოფების გაანალიზება, მათი მიღწევებისა და სამომავლო ტენდეციების შეფასება. კვლევის ძირითადი საგნს წარმოადგენს დიდი მონაცემების შესაძლო ვარიაციების ფორმალიზება და მათი ვიზუალიზაციის მეთოდების განსაზღვრა. ჩემი საკვლველვი ობიექტები არიან ის კომპანიები თუ ინდივიდუალური პირები, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ. ნაშრომის ფარგლებში, კონკრეტულ მაგალითებზე შევცდები მომხმარებლის მხრიდან შევაფასო ინფორმაციის გადმოცემის ხარისხი, დავადგინო აღქმადობის კოეფიციენტი და ჩამოვაყალიბო აზრი თუ, რა ტიპის ვიზუალიზაციაა ადამიანისთვის უფრო აღქმადი და ინტუიტიური. კვლევის ძირითად ამოცანასაც ეს საკითხი წარმოადგენს. ინფორმაციული ტექნოლოგიების მთავარ ობიექს ადამიანი წარმოადგენს და ჩვენი ამოცანაა ინფორმაცია უცვლელად და სწორად მივიტანოთ დანიშნულების ადგილას. კვლევის ფარგლებში შევარჩიე კონკრეტული მონაცემთა წყარო და პრაქტიკული მაგალითისთვის, კვლევის შედეგთა გათვალისწინებით, შევეცადე მის ვიზუალიზაცია.