ავტორიზაცია
რელიგია და მეცნიერება
ავტორი: ketevan kharaishviliსაკვანძო სიტყვები: რელიგია, მეცნიერება, ათეიზმი, თანამედროვეობა, მორწმუნე მეცნიერი
ანოტაცია:
წარსული ათასწლეულების ძირითადი სიმძიმე ეკლესიას და ჭეშმარიტი აზროვნებით გამორჩეულ შვილებს დააწვა, რადგანაც ისინი განსაზღვრავდნენ ერის სულიერ და გონებრივ პოტენციალს. ცივილიზაციის განვითარების გზაზე ადგილი ჰქონდა გარკვეულ კოლიზიებს რწმენასა და ცოდნას შორის. სამართლიანობა მეცნიერების ისტორიამ დაადასტურა, როდესაც მეცნიერება პირველ ნაბიჯებს დგამდა და გარკვეულ წარმატებებს მიაღწია და ჭეშმარიტებაზე მონოპოლია გამოაცხადა. ამჟამად სიმწიფის ასაკს მირწეული, რეალობაში უფრო მეტად გაერკვა და დაიწყო თანდათანობით, მტკიცედ და განუხრელად დაბრუნება იმ მსოფლმხედველობასთან, რომელიც ოდესღაც კაცობრიობას მიეცა გამოცხადების გზით. დადგა ღვთისმეტყველების და ბუნებისმეტყველების, რწმენის და ცოდნის შეხვედრის ჟამი. უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში სრულდება ფუნდამეტური გამოკვლევები და იქმნება კლასიკური შრომები კრეაციონიზმის აქტუალურ საკითხებზე. ნაშრომში წარმოდგენილია წმიდა მამების, გამოჩენილი ფილოსოფოსების და მეცნიერების ცნობილი მოღვაწეების ისტორიული და თანამედროვე შეხედულებები და მოსაზრებები. „შესაძლებელია თუ არა, რომ ჭეშმარიტი მეცნიერი იყოს მორწმუნე?-კითხულობს ნობელის პრემიის ლაურეატი ვიქტორ ჰესი-მე ვფიქრობ, რომ დასაშვებია. მთელი ჩემი მოღვაწეობის მანძილზე ვერ დავადგინე ის ფაქტი, რომ მეცნიერული გამოკვლევები ეწინააღმდეგებოდეს შემოქმედი ღმერთის რწმენას“. ჭეშმარიტების ძიებაში ბრძენი ადამიანები მისდევდნენ იმ ვარსკვლავის ნათებას, რომელიც მიუძღოდა აღმოსავლელ მოგვებს ბეთლემში, სადაც უბრალო ბაგაში იშვა განკაცებული „საღვთო ლოგოსი“. ღმერთმა გაგვიხსნა სრულყოფის კარი და თუ მისი ნათელი გაბრწყინებული რწმენითა და სიყვარულით აღვსილნი წარვმართავთ კაცობრიობის პროგრესს, ჩვენს მომავალს საფრთხე არ ემუქრება.
მიმაგრებული ფაილები:
რელიგია და მეცნიერება [ka]