ka | en
Company Slogan TODO

,,ახალი სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგის დახასიათება და მისი დეკონტამინაციის პოტენციალის შესწავლა სურსათის უვნებლობის კუთხით"

ავტორი: ქეთევანი წულაია
ანოტაცია:

სურსათისმიერი დაავადებები მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს მსოფლიოსთვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ყოველწლიურად, მსოფლიოში ყოველი ათი ადამიანიდან ერთი ავადდება დაბინძურებული სურსათის მიღებით და 420 000 შემთხვევა სრულდება ფატალურად. ამ შემთხვევების 72% ბაქტერიული წარმოშობის სურსათისმიერ დაავადებებზე მოდის. როგორც ცნობილია, სურსათის ბაქტერიებით, მათ შორის ოქროსფერი სტაფილოკოკით, დაბინძურების წყარო, შესაძლებელია იყოს ნედლეული, შესაფუთი მასალები, სურსათთან შეხებაში მყოფი ზედაპირები, პერსონალი და სხვ. საწარმოებში სათანადო ჰიგიენური გარემოს უზრუნველყოფისთვის მასიურად გამოიყენება ქიმიური სარეცხი/სადეზინფექციო საშუალებები, რაც შესაძლოა თავად აღმოჩნდეს სურსათის ქიმიური დაბინძურების წყარო. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ეფექტური და ამავდროულად, უსაფრთხო აგენტების გამოყენება, როგორც სანიტარიული დამუშავების კუთხით, აგრეთვე, ბიომაკონტროლებელ აგენტებად. ამგვარ აგენტებს მიეკუთვნება ბაქტერიოფაგები. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა ახალი, შეუსწავლელი სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგის დეკონტამინაციის უნარის შესწავლა, როგორც ზედაპირებისთვის, ასევე სურსათისთვის. ჩვენი მიზნის მისაღწევად დავისახეთ შემდეგი ამოცანები: ბაქტერიოფაგის მოქმედების სპექტრის შესწავლა, ერთჯერადი გამრავლების ციკლის აღწერა, ფაგის მდგრადობის შესწავლა სხვადასხვა ტემპერატურასა და pH-ზე და სურსათის, კერძოდ რძის და ზედაპირების, დეკონტამინაციის პოტენციალის შესწავლა. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ახალი სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგი - 92N აკმაყოფილებს დეკონტამინაციისთვის გამოყენებული ფაგების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, კერძოდ, ავლენს ვირულენტური ფაგის თვისებებს, აგრეთვე გამოირჩევა გარემო პირობების მიმართ მდგრადობით და სურსათის, კერძოდ რძის და ზედაპირების აშკარა დეკონტამინაციის უნარით.


მიმაგრებული ფაილები:

ახალი სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგის დახასიათება და მისი დეკონტამინაციის უნარის შესწავლა სურსათის უვნებლობის კუთხით [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com