ავტორიზაცია
მდინარე ყვირილის აუზის კარსტ გაჩენის პირობები და ფაქტორები
ავტორი: ლიანა ხანდოლიშვილისაკვანძო სიტყვები: კარსტი, კარბონარული, რეგიონი
ანოტაცია:
კარსტგაჩენის ერთ-ერთი წირითადი პირობა კარსტვადი ქანების არსებობაა. მდ. ყვირილის აუზში არსებული სხვადასხვა ასაკის კარსტვადი ქანების ფორმაციები გარკვეულ ლითოლოგიურ-ფაციალურ, სტრუქტურულ და ტექსტურულ სიჭრელეს ქმნის, რაც გავლენას ახდენს ამა თუ იმ ჰორიზონტის დაკარსტვის ინტენსივობაზე, მიწისქვეშა თუ ზედაპირული ფორმების მორფოგენესზე. ხსნადობის სისწრაფე და აქედან გამომდინარე კარსტული პროცესების ინტენსივობა მნიშვნელოვანწილად ქანების ქიმიზმზე, სტრუქტურულ-ტექსტურულ თავისებურებებსა და ქანმშენი მინერალური ნაწილაკების შემაცემენტებელი ნივთირების ხასიათზეცაა დამოკიდებული. ზემო იმერეთის პლატოს და მიმდებარე რაიონების უძველეს გეოლოგიურ ფორმაციას კამბრიუმამდელ - ქვედა პალეოზოური კრისტალური ფიქლები და გრანიტები წარმოადგენენ, რომელთა გამოსასვლელები გვხვდება მდინარეების ლოპაანისწყლის, შუაღელეს ხეობებსა და სოფ. ბჟინევთან. საკვლევი რაიონის კარბონატული ნალექების ქიმიური შემადგენლობის შესწავლით ვასკვნით, რომ სხვა ხელსაყრელი პიროებების არსებობის შემთხვევაში კარსტული ფორმების წარმოშობა ყველაზე ინტენსიურად მიმდინარეობს იმ ქანებში, რომლებშიც უხსნადი ნარჩენების შემცველობა უმნიშვნელოა.
მიმაგრებული ფაილები:
Basis of the River Kviril karst emergence of conditions and factors [en]Basis of the River Kviril karst emergence of conditions and factors [en]
მდინარე ყვირილის აუზის კარსტ გაჩენის პირობები და ფაქტორები [ka]