ka | en
Company Slogan TODO

პროტოვარსკვლავური დისკი-ჯეტის ბელტრამის მოდელი ტურბულენტური სიბლანტით

ავტორი: ბექა მოდრეკილაძე
საკვანძო სიტყვები: დისკი-ჯეტის სტრუქტურა, ტურბულენტური სიბლანტე, ბელტრამის დინება
ანოტაცია:

ნაშრომში შესწავლილია ასტროფიზიკური აკრეციული დისკი-ჯეტის სტრუქტურის ფორმირების ამოცანის თეორიული მოდელი. ჰიდროდინამიკური განხილვის ფარგლებში განზოგადოებულია ბელტრამის ავტომოდელური დისკი-ჯეტის ამონახსნი ანომალური ტურბულენტობის გამოყენებით. დისკი-ჯეტი სისტემის თვისებები შესწავლილია თეორიულად, როდესაც ობიექტის თვისებები დამოკიდებულია სისტემის მახასიათებელ პარამეტრებზე: ტურბულენტური სიბლანტისა და ბელტრამის პარამეტრზე. ტურბულენტური სიბლანტის სიდიდე განსაზღვრავს აკრეციის სიჩქარეს, ხოლო ბელტრამის პარამეტრი დინების ტოპოლოგიურ თვისებებს. ნაშრომში ნაჩვენებია, რომ მიღებული ავტომოდელური ამონახსნი შეიძლება აღწერდეს დისკი-ჯეტი სისტემების სხვადასხვა კლასებს, რომლებიც შეიძლება დაიკვირვებოდნენ სხვადასხვა მასშტაბებსა და ენერგიებზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com