ka | en
ავტორიზაცია
დისკი-ჯეტის ორსითხოვანი სტაციონარული ბელტრამის მჰდ მოდელი
ავტორი: ვაჟა ლოლაძესაკვანძო სიტყვები: დისკ-ჯეტის სტრუქტურა; ორ-სითხოვანი მიახლოება; ჯეტის კოლიმაცია; რელატივისტური წნევა;
ანოტაცია:
სიბლანტის შემცველი მაგნიტოჰიდროდინამიკული მოდელის [Shatashvili & Yoshida 2011] საშუალებით შევისწავლეთ ასტროფიზიკული ობიექტების დისკი-ჯეტის სტრუქტურა, ორსითხოვანი ეფექტების გათვალისწინებით. მივიღეთ ავტომოდელური ამონახსნები როგორც არარელატივისტურ ასევე რელატივისტური ელექტრონული სითხის შემთხვევაში, ამ უკანასკნელისათვის რელატივიზმი მოდიფიკაციას უკეთებს წნევას. ავაგეთ ფიზიკური სიდიდეების მაილუსტრირებელი გრაფიკები , რომლებიდანაც მკაფიოდ გამოჩნდა კარგად კოლიმირებული დისკი-ჯეტის სტრუქტურა. დეტალურად შევისწავლეთ ორსითხოვნებისა და რელატივიზმის როლი ჯეტის კოლიმაციაში – ორივე ეფექტის როლის განმსაზღვრელი აღმოჩნდა ჯეტში ნივთიერების აკუმულაციაში. მიღებული ამონახსნები კარგ თანხვედრაშია დაკვირვებეების შედეგებთან.