ka | en
Company Slogan TODO

თიროიდული ჯირკვლის ecto-HCO3-ATPაზა და მისი ზოგიერთი კინეტიკური მახასითებელი

ავტორი: კესო კოზმავა
საკვანძო სიტყვები: თიროიდული ჯირკვალი, ჰიპოთირეოზი, ექტო-ატფ-აზა, HCO3-ATP-აზა
ანოტაცია:

ადამიანის თიროიდული ჯირკვლის ქსოვილში აღინიშნება HCO3-ATPase-ს არსებობა, რომელიც განსხვავებულ აქტივობას ავლენს ზოგიერთი პათოლოგიის, მაგალითად ფოლიკულური კარცინომის, ადენომისა და დიფუზურ-ტექსიკური ჩიყვის შემთხვევაში . ცნობილია, რომ HCO3-ATPase, რომელიც აქტივობის გამოვლენისათვის საჭიროებს Mg2+-ის არსებობას, მონაწილეობას ღებულობს HCO3--იონის ტრანსპორტირებაში და ამით აქტიურადაა ჩართული უჯრედშიდა pH-ის რეგულირების პროცესში. თუმცა რა ფუნქციას ასრულებს ეს ფერმენტი პათოლოგიური მდგომარეობის შემთხვევაში და როგორ იცვლება მახასიათებლები, უცნობია. ამის გათვალისწინებით, ჩვენი ნაშრომის მიზანს წარმოადგენდა, შეგვესწავლა ლაბორატორიული თეთრი ვირთაგვას თიროიდული ჯირკვლის პლაზმური მემბრანის Mg2+-ით აქტივირებული, HCO3-ით სტიმულირებული ATPase-ს აქტივობის ზოგიერთი მახასიათებელი როგორც ნორმაში, ასევე ჰიპოთირეოზის შემთხვევაში. თიროიდული ჯირკვლის პლაზმურ მემბრანაში სატრანსპორტო Mg- დამოკიდებულ HCO3--ATPase-თან (Mg-HCO3--ATPase) ერთად ნანახია ასევე ecto- ATPase-ის ტიპის HCO3- -ATPase, რომლის აქტივობა არ არის დამოკიდებული Mg-იონზე და მის სუბსტრატს წარმოადგენს თავისუფალი ატფ (ecto-HCO3--ATPase). ecto-HCO3--ATPase-ური აქტივობა განსაკუთრებით მატულობს ჰიპოთირეოზის პირობებში. შესწავლილია Mg- დამოუკიდებული ecto-HCO 3--ATPase-ს ზოგიერთი კინეტიკური მახასიათებელი, კერძოდ აქტივობის დამოკიდებულება HCO 3--იონისა და სუბსტრატის (თავისუფალი ატფ) რაოდენობრივ შემცველობაზე, ასევე სარეაქციო არის pH-სადმი. ნანახია, რომ ecto-HCO3—ATPaseს მახასიათებლები განსხვავდება Mg-HCO3—ATPase-საგან, რაც იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ეს ორი ფერმენტი ფუნქციონირებს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და თიროიდული ჯირკვლის უჯრედებში მიმდინარე სხვადასხვა, განსხვავებულ პროცესებში არიან ჩართული.


მიმაგრებული ფაილები:

თიროიდული ჯირკვლის ecto-HCO3-ATPაზა და მისი ზოგიერთი კინეტიკური მახასითებელი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com