ka | en
ავტორიზაცია
ონლაინ სწავლების პორტალი
ავტორი: გიორგი ღუღუნიშვილითანაავტორები: ბაქარ ანდღულაძე, ნიკა აბრამიშვილი, გიორგი ხინჩაკაძე, ჯემო მღებრიშვილი, გიორგი შეყლაშვილი
საკვანძო სიტყვები: ონლაინ, ელექტრონული, სწავლება, კურსები, სტუდენტი, ლექტორი, ადმინისტრატორი, Laravel, Angular, Android, კითხვა-პასუხი
ანოტაცია:
პროექტის მიზანია ონლაინ სწავლების პროგრამული სისტემის შემუშავება. პროექტის განხორციელების ფარგლებში შეიქმნა პორგრამული სისტემა, მობილური და ვებ აპლიკაციის სახით, რომელიც წარმოადგენს მოქნილ ინსტრუმენტს ონლაინ სწავლებისთვის. პროგრამული სისტემა რეალიზებულია მარტივი სამომხმარებლო ინტერფეისით და მომხმარებელს საშუალებას აძლევს დისტანციურად დაეუფლოს სხვადასხვა დისციპლინებს. დაგეგმოს სასწავლო პროცესი, შეამოწმოს მიღებული ცოდნა, მიიღოს კონსულტაცია საგნის ინსტრუქტორისაგან. სისტემის ორივე ვერსია სინქრონიზებულია და იძლევა ინფორმაციის ურთიერთგაცვლის საშუალებას. სისტემის დახმარებით შესაძლებელია არა მარტო ცალკეული კურსების მოსმენა, არამედ კონკრეტული სპეციალობის სასწავლო პროგრამის სრული უზრუნველყოფა.