ავტორიზაცია
ზოგიერთი ახალი ქირალური სულფოქსიდის ენანტიომერების დაყოფა წყალი-აცეტონიტრილის ტიპის მოძრავი ფაზებით მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში
ავტორი: ზაქარია თათხაშვილისაკვანძო სიტყვები: ქირალური სულფოქსიდები, სითხური ქრომატოგრაფია, ენანტიომერები
ანოტაცია:
ქირალური ნივთიერებების ენანტიომერების დაყოფა, ყოველთვის იწვევდა დიდ ინტერესს, რადგანაც ბიოორგანული მოლეკულების უმრავლესობა ქირალურია. ცოცხალი ორგანიზმები შეიცავენ ისეთ ქირალურ ბიომოლეკულებს, როგორიცაა ამინომჟავები, ცილები, ნუკლეინის მჟავები. ბუნებაში აღნიშნული მოლეკულები მხოლოდ ერთი ენანტიომერის სახით არსებობენ, მაგალითად ამინომჟავები L-ფორმით შაქრები D-ფორმით. ცოცხალი ორგანიზმები განსხვავებულად რეაგირებენ თითოეულ ენანტიომერზე, იქნება ეს წამალი, პესტიციდი, თუ სხვა. ენანტიომერების ეფექტური დაყოფა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ფარმაცევტიკაში აგროქიმიურ და ბიოტექნოლოგიურ წარმოებასა თუ სხვა დარგებში. ოპტიკურად აქტიური სამკურნალო საშუალებებისა და პესტიციდების სწრაფ დანერგვასა და სახელმწიფო რეგულირების გაძლიერებასთან დაკავშირებით საჭირო ხდება მსგავსი ნივთიერებების ანალიზის სწრაფი, მგრძნობიარე და საიმედო მეთოდების შემუშავება. დღეისათვის ქრომატოგრაფია ითვლება ენანტიომერთა დაყოფის ყველაზე სწრაფ და მგრძნობიარე მეთოდად. მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდს ენანტიომერთა პირდაპირი დაყოფისა და ანალიზისთვის. დღეისათვის კომერციულად ხელმისაწვდომია ასამდე ქირალური სტაციონარული ფაზა. ქირალური სტაციონარული ფაზის სწორად შერჩევა ხშირად გართულებულია და ძირითადად ხდება ემპირიულ მონაცემებზე დაყრდნობით. ამ სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა შეგვესწავლა ზოგიერთი ქირალური სულფოქსიდის ენანტიომერის დაყოფა მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის მეთოდით პოლისაქარიდული ქირალური სტაციონარული ფაზების გამოყენებით
მიმაგრებული ფაილები:
ზაქარია თათხაშვილი [ka]