ავტორიზაცია
პირაქეთი ხევსურეთის მაღალმთის ბოტანიკური მრავალფეროვნება და თანამედროვე ეკოლოგიური პრობლემები
ავტორი: რატი გელაშვილისაკვანძო სიტყვები: არაგვის აუზი, პირაქეთი ხევსურეთი, ჰაბიტატების მრავალფეროვნება, ტრანსფორმაცია.
ანოტაცია:
პირაქეთა ხევსურეთი კავკასიონის ქედის სამხრეთ ფერდობებზეა განლაგებული და მდინარე არაგვის აუზს მიეკუთვნება. იგი ხასიათდება საშუალო და მაღალმთინი მრავალსართულიანი ლანდშაფტით, რომელიც მოიცავს მთა–ტყის, სუბალპურ, ალპურ და სუბნივალურ ზონებს, თუმცა ძირითად ლანშაფტს ფართოფოთლოვანი ტყეები და მაღალმთის სუბალპურ–ალპური მდელოები ქმნის. • სუბალპური ტანბრეცილ ტყეს ქმნის: Betula litwinowii, B. raddeana, Sorbus caucasigena. აგრეთვე გვხვდება Populus tremula, Pinus sosnowskyi. • ქვეტყე წარმოდგენილია: Ribes biebersteinii, Padus racemosa, Iuniperus oblonga, J. depressa, Rosa oxyodon. • სუბალპური მაღალბალახეულობას ქმნის: Heracleum sosno¬w¬¬s¬kyi, Symphytum asperum, Lilium monadelphum subsp. georgicum, Ligusticum alatum, Petasites album, Aconitum nasutum, A. tuscheticum. ალპურ სარტყელს წარმოდგენილია: • მაღალმთის მდელოები: Festuca varia, F. ovina, Calamagrostis arundinaceae, Agrostis planifolia, Poa alpina, Betonica macrantha, Aetheopappus pulcherrimus, Trifolium pratense, T. alpestre,T. campestre, Alchemilla sericea, Carex buschiorum, C. panicea, C. dacica. • მაღალმთის ბუჩქნარი: Rhododendron caucasicum, Vaccinium myrtyllus, V. vitis-idaea, Empetrum caucasicum, Salix kazbekensis. პირაქეთ ხევსურეთში ალაგ-ალაგ გუდანი-დათვისჯვრის მონაკვეთში აღინიშნება მეწყერული პროცესები, რაც გამოწვეულია მაღალმთის ტყეების ჩეხვით და ჭარბი ძოვებით. მნიშვნელოვან ეკოპრობლებას შექმნის დეკას ბუჩქების შეგროვება, რომელსაც აწარმოებს შპს „არაგველი“. დეკას შეგროვება გამოიწვევს მისი პოპულაციების ფრაგმენტაციას და მოსპობას. დეკას უფრო მეტი ეროზია-ზვავსაწიინაღმდეგო და წყალმარეგულირებელი ღირებულება გააჩნია, ვიდრე სამკურნალო. ამასთან ერთად, იგი კავკასიონის რელიქტური და სუბენდემური მცენარეა და შეტანილია დასაცავ მცენარეთა წითელ ნუსხაში. დეკის ბუჩქნარები საუკეთესო ჰაბიტატია კავკასიური როჭოსა და სხვა მაღალმთის სახეობებისთვის.
მიმაგრებული ფაილები:
პირაქეთი ხევსურეთის მაღალმთის ბოტანიკური მრავალფეროვნება და თანამედროვე ეკოლოგიური პრობლემები [ka]