ავტორიზაცია
რელატივისტური წონსაწორული მდგომარეობები კომპაქტური ობიექტების გარე შრეში
ავტორი: ირაკლი ჯოხაძესაკვანძო სიტყვები: კომპაქტური ობიექტის მაგნეტოსფერო, რელატივისტური განზოგადოებული გრიგალი, წონასწორული მდგომარეობები
ანოტაცია:
ნაშრომში გამოყვანილია რელატივისტური განზოგადოებული გრიგალის ტენზორი კომპაქტური ობიექტების გარე შრისთვის. შესწავლილია ორმაგი ბელტრამი-ბერნულის წონასწორული მდგომარეობების/სტრუქტურების შესაძლო არსებობა პულსარის ქვედა მაგნეტოსფეროში ზედაპირთან ახლოს. თეორიული ფორმალიზმი ეფუძნება გადაგვარებული რელატივისტური აირის მდგომარეობის განტოლებას გრავიტაციული ეფექტების გათვალისწინებით - მეტრიკის ტენზორად აღებულია შვარცშილდის მეტრიკა. განხილულმა ეფექტმა შესაძლოა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს, დისკი-ჯეტის სტრუქტურის ფორმირებაში კომპაქტური ობიექტების გარშემო, როგორიცაა აქტიური გალაქტიკის ბირთვები და პულსარი. მოსალოდნელია რომ კომპაქტური ობიექტის ატმოსფეროში ფორმირებული დინება წვლილს შეიტანს დიდ მასშტაბიანი ჯეტის ნივთიერებით და ენერგიით მომარაგებაში. აგებული მოდელი შესაძლოა გამოვიყენოთ რელატივისტური ჯეტების დაკვირვებული თვისებების ასახსნელად / გამოსაკვლევად.