ka | en
ავტორიზაცია
რადიაციული ზემოქმედება ცოცხალ ორგანიზმებზე
ავტორი: გოჩა ნიქაბაძეთანაავტორები: ეკა შეყილაძე,მარიამ ხვედელიძე
საკვანძო სიტყვები: რადიაცია, დასხივება, ზემოქმედება
ანოტაცია:
რადიაცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები 21-ე საუკუნის მედიცინაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ამ სფეროში ბოლო ათწლეულში მიღწეულმა ტექნოლოგიურმა პროგრესმა მნიშვნელოვნად გაზარდა მისი წილი დაავადებათა მთელი კლასების, პირველ რიგში კი ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტირება- მკურნალობის საქმეში. თუმცა ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა სამედიცინო ექსპოზიციასთან დაკავშირებული სხივური დატვირთვები მოსახლეობის ფართო მასებზე, რომელმაც მნიშვნელოვნად გადააჭარბა რადონით დასხივების დოზებს. მეორეს მხრივ ბოლო ათწლეულებში დასრულებულმა და მიმდინარე ფართომაშტაბიანი რადიო-ეპიდემიოლოგიური და ექსპერიმენტული გამოკვლევების შედეგებმა მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა თანამედროვე წარმოდგენებში ადამიანზე მაიონიზებელი რადიაციის შორეულ ეფექტებზე