ka | en
Company Slogan TODO

გარდამავალ მეტალთა ოქსიდების და მათზე შექმნილი მემრისტორის კვლევა

ავტორი: რევაზი კობაიძე
ანოტაცია:

განხილულია ტიტანის ოქსიდის აქტიურ შრიანი მემრისტორის მიღებისა და კვლევის ტექნოლოგიური პროცესები. შემუშავდა მემრისტორის მიღების ტექნოლოგიური მარშრუტი. მიღებულ იქნა ერთ პროცესში, ორშრიანი ტიტანის ოქსიდებისგან შემდგარი მერმისტორები, მისი მაგნეტრონული გაფრქვევით ჟანგბადის და არგონის არეში, მათ შორის ორ სხვადასხვა პარციალურ წნევებზე. ცალკეული ოქსიდური ფირების ელექტრული და სტრუქტურული მახასიათებლების შესწავლისთვის, იმავე ტექნოლოგიურ რეჟიმში მიღებულ იქნა თითოეული ოქსიდური შრე ცალ–ცალკე. კვლევაში გადაწყვეტილია სხვადასხვა ძირითადი ამოცანები როგორებიცაა, აქტიური შრის ორივე მხარეს ტიტანის ნიტრიდის ჩაფენა, როგორც ჟანგბადის იონების დამატებითი წყარო, მემრისტორის მისაღებად საჭირო სხვადასხვა აქტიური ფენების რენდგენო სტრუქტურული ანალიზისათვის სპექტრების ჩაწერა, ძაბვა-ტევადობის (C-V) მახასიათებლების და მემრისტორის ძაბვა-დენის (I-V) მახასიათებლების გაზომვები. შეჯამდა შესაბამისი გაზომვის შედეგები და გაკეთდა დასკვნები, რომლებითაც დადგინდა, რომ მიღებული მემრისტორი სრულად აკმაყოფილებს მის წინაშე წაყენებულ მოთხოვნებს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com