ka | en
Company Slogan TODO

ახალი პოტენციური დნმ-ის ინტერკალატორის- 3,6-დიჰიდროპიროლო[3,2:4’5’]-ინდოლო[2,3-b]ქინოქსალინის სინთეზი და კვლევა.

ავტორი: ლია ბობოხიძე
თანაავტორები: დალი ყაჯრიშვილი
საკვანძო სიტყვები: პიროლოინდოლი, ინდოლოქინოქსალინი, პიროლოინდოლოქინოქსალინი
ანოტაცია:

შესწავლილია იზომერული პიროლოინდოლოქინოქსალინების ჰეტეროციკლური სისტემების პირველი წარმომადგენლის 3,6-დიჰიდროპიროლო[3,2:4’5’]ინდოლო[2,3-b]ქინოქსალინის სინთეზის გზები. ერთის მხრივ მიღებულია იზატინისა და ო-ფენილენდიამინის კონდენსაციის პროდუქტი - 6H-ინდოლო[2,3-b]ქინოქსალინი. მეორეს მხრივ სინთზირებულია 1-აცეტილ-5-[2-(იზონიტროზო)აცეტამიდო]ინდოლინი. მისი ციკლიზაციით მჟავა არეში მიღებულია 1-აცეტილ-დიჰიდროპიროლოიზატინი. ამ უკანასკნელის კონდენსაციით ო-ფენილენდიამინთან სინთეზირებულია საკვანძო ნაერთი- 3,6-დიჰიდროპიროლო[3,2:4’5’]ინდოლო[2,3-b]ქინოქსალინი- პოტენციური დნმ-ის ინტერკალატორი.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com