ავტორიზაცია
2-(1-ადამანტილ)-1H-ბენზიმიდაზოლ-5(6)-კარბოჰიდრაზიდის ახალი წარმოებულები: სინთეზი და კვლევა
ავტორი: თამარი ტაბატაძეთანაავტორები: დ. ზურაბიშვილი; მ. ლომიძე; ი. გოგოლაშვილი; მ. სოსელია
საკვანძო სიტყვები: ადამანტანი, ბენზიმიდაზოლები, სინთეზი
ანოტაცია:
ვირუსული და ბაქტერიული დაავადებათა რიცხვის ზრდასთან ერთად თანამედროვეობის აქტუალური პრობლემაა მაღალეფექტური ფარმაკოლოგიური თვისებების მქონე ნაერთთა შექმნა, რომელიც გააძლიერებეს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ამ დაავადებათა მიმართ. ადამანტანის უნიკალური თვისებების და ბენზიმიდაზოლის წარმოებულების, მათ შორის ბენზიმიდაზოლ-5(6)-კარბოჰიდრაზიდების ბიოლოგიური აქტიურობის ფართო სპექტრის გათვალისწინებით კვლევები ადამანტანშემცველი ბენზიმიდაზოლის ახალი წარმოებულების მიზნობრივი სინთეზის მიმართულებით, ფართო სპექტრის ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების გამოვლენის მიზნით პერსპექტიულია. ნაშრომში აღწერილი და შესწავლილია 2-(1-ადამანტილ)-1H-ბენზიმიდაზოლ-5(6)-კარბოჰიდრაზიდის, მისი N’-აცილირებული წარმოებულების - დიჰიდრაზიდების, ასევე ალდეჰიდებთან ურთიერთქმედების ნაწარმების ჰიდრაზიდო-ჰიდრაზონების ახალი წარმოებულების სინთეზის ხერხები. ჩატარებულია სინთეზირებული ნაერთებისათვის ინფრაწითელი, ულტრაიისფერი, ბირთვულ-მაგნიტურ რეზონანსული და მას-სპექტრული გამოკვლევები.