ka | en
Company Slogan TODO

სხვადასხვა ადგილწარმოშობის საფერავის ჯიშის ყურძნის კანისა და წიპწიდან მიღებული ფლავანოიდების ფრქციის ანტიოქსიდანტური თვისებების შესწავლა

ავტორი: ეკა კასრელიშვილი
საკვანძო სიტყვები: ფლავანოიდები, ყურძნის კანი, ყურძნის წიბწა, ჟანგვითი სტრესი
ანოტაცია:

როგორც ცნობილია, ნიადაგურ – კლიმატური ფაქტორი აისახება როგორც ყურძნის, ასევე მისგან დამზადებული ღვინის ქიმიურ შედგენილობაზე. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ჯიშის ყურძნის და მისგან დამზადებული ღვინის მახასიათებლების გამოვლენა ვაზის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით კვლევის აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. ყურძნის ერთ-ერთი ასეთი მახასიათებელია პოლიფენოლური ნაერთების შემცველობა, რომელთა შორის არის ფლავანოიდებიც. ფლვანოიდები მცენარეული წარმოშობის მეორეული მეტაბოლიტებია, რომელთაც მოქმედების ფართო სპექტრი ახასიათებთ როგორც მცენარეულ, ისე ცხოველურ უჯრედებში. ცხოველურ ორგანიზმებში ისინი არეგულირებენ ლიპიდურ ცვლას, მოქმედებენ როგორც ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული აგენტები. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ ავლენენ ანტიოქსიდანტურ აქტივობას, რის ხარჯზეც უზრუნველყოფენ ორგანიზმის დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან. კვლევის მიზანს წარმოადგენდა სხვადასხვა ადგილწარმოშობის ქართული საფერავის ჯიშის ყურძნის კანიდან და წიბწიდან გამოყოფილი ფლოვონოიდების სპექტროსკოპული დახასიათება და მათი ანტიოქსიდანტური თვისებების შესწავლა. მიზნის მისაღწევად შესრულებული იქნა შემდეგი ამოცანები: ხაშმისა და ჯიმითის საფერავის ჯიშის ყურძნის კანიდან და წიბწიდან ფლავანოიდური ფრაქციების მიღება, სპექტროსკოპიული დახასიათება, ანტიოქსიდანტური აქტივობის შესწავლა. მიღებულმა შედეგებმა გვიჩვენა, რომ წიბწიდან და კანიდან გამოყოფილი ფლავონოიდური ფრაქციები განსხვავდებიან კომპონენტების შემადგელობით, ხასიათდებიან კომპლექსურობით, რაც აისახება სპექტროსკოპიული მრუდების განსხვავებულობაში. ასევე დაფიქსირდა ადგილწარმოშობის მიხედვით განსხვავება ანტიოქსიდანტურ აქტივობაში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com