ka | en
Company Slogan TODO

პესტიციდების ზემოქმედება ჯავშნიანი ტკიპების (Acari, Oribatida) ბიომრავალფეროვნებაზე

ავტორი: დავით კაპანაძე
ანოტაცია:

წინამდებარე კვლევა წარმოადგენს ნაწილს პროექტისა „პესტიციდების ზემოქმედება ნიადაგის ეკოსისტემის ფუნქციონირებაზე - გავლენა ნიადაგის უხერხემლოთა ფაუნაზე“. ნაშრომში გამოვიკვლიეთ პესტიციდების ზეგავლენა ნიადაგის ბინადარ ჯავშნიან ტკიპებზე. სულ საკვლევ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იქნა ჯავშნიანი ტკიპების 67 სახეობა. პროექტის ფარგლებში ნაპოვნი იქნა სამი ახალი სახეობა საქართველოს ფაუნისთვის (Zygoribatula skrjabii, Graptoppia paraanalis, Mongaillardia grandjeani), მათ შორის Mongaillardia grandjeani ახალია კავკასიის რეგიონისთვის. სახეობების რაოდენობა და დასახლების სიმჭიდროვე დაახლოებით თანაბარი იყო როგორც შეწამლულ, ისე შეუწამლავ ნათეს ნაკვეთებში, ხოლო საკონტროლო ნაკვეთში (მინდორი, სადაც კარტოფილი არ დაგვითესავს) როგორც სახეობების რაოდენობა, ისე დასახლების სიმჭიდროვე გაცილებით მაღალი აღმოჩნდა. პესტიციდებით შეწამლული და შეუწამლავი ნაკვეთების ფაუნა მსგავსი, ხოლო საკონტროლო ნაკვეთის ფაუნა მათგან განსხვავებული აღმოჩნდა. მექანიკურად დამუშავებულ ნაკვეთებზე (შეწამლული და შეუწამლავი ნაკვეთები) თავი მოიყარეს ჯავშნიანი ტკიპების ისეთმა სახეობებმა, რომლებიც შედარებით კარგად უძლებენ სტრესულ პირობებს.


მიმაგრებული ფაილები:

პესტიციდების ზემოქმედება ჯავშნიანი ტკიპების (Acari, Oribatida) ბიომრავალფეროვნებაზე [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com