ავტორიზაცია
აქტიური წყაროების ლოკალიზაციის მეთოდი
ავტორი: ნიკა ვადაჭკორიასაკვანძო სიტყვები: დმგ, დამხმარე გამომსხივებლების მეთოდი, წყაროების ლოკალიზაცია
ანოტაცია:
გამომსხივებელი წყაროების კოორდინატების პოვნა გაზომილი ან წინასწარ ცნობილი ველის მეშვეობით დღესღეობით აქტუალური კლევის საგანია. თანამედროვე ელექტრონული სისტემები, რომლებიც შედგებიან მრავალი ელექტრონული მიკროსქემისგან, მგრძნობიარე არიან ელექტრომაგნიტური გამოსხივების მიმართ, რომელმაც შეიძლება ხარვეზი შეიტანოს მათ მუშაობაში; ამიტომ აქტუალურია ამ მიკროსქემების დაცვა გარეგანი და ასევე მათზე მოთავსებული კომპონენტების მიერ შექმნილი ელექტრომაგნიტური გამოსხივებისგან. ამ პრობლემის გადასაჭრელად შემუშავდა გამომსხივებელი წყაროების კოორდინატების პოვნის ახალი მეთოდი, რომელიც ეფუძნება დამხმარე გამომსხივებლების მეთოდს და იყენებს ელექტრომაგნიტური ველის ფუნდამეტურ თვისებას, რომლის თანახმადაც ველი ანალიზურია და არსებობს მისი ერთადერთი ანალიზური გაგრძელება მის სინგულარობებამდე. სწორედ ამ სინგულარობების (გამომსხივებელი წყაროების) კოორდინატების განსაზღვრა წარმოადგენს ზემოთ ხსენებული მეთოდის მთავარ ამოცანას. აღნიშნული იდეის გამოკლევა შესაძლებელია კომპიუტერული მოდელირებით, რომელშიც გამოიყენება დამხმარე გამომსხივებლების მეთოდი (დგმ).ვინაიდან, დამხმარე გამომსხივებლების მეთოდი წარმოადგენს რიცხვით მეთოდს, ამიტომ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას კომპიუტერული პროგრამის შესაქმნელად, როგორც მთავარი მათემატიკური აპარატი. სამაგისტრო ნაშრომში განხილულია გაბნეული ველის სინგულარობები, შესაბამისი ახლოველის განაწილება მოდელირების შედეგის ვიზუალიზაცია ორ და სამგანზომილებიან შემთხვევაში.