ავტორიზაცია
დაცული ონლაინ გადახდების სისტემა
ავტორი: ნიკა გარუჩავასაკვანძო სიტყვები: გადახდები, ონლაინ სისტემები, ელექტრონული კომერცია
ანოტაცია:
ონლაინ გადახდების სისტემა მომხმარებელს საშუალებას აძლევს გააკეთოს გადახდა ონლაინ მერჩანტთან ან სერვის პროვაიდერთან. გადახდების gateway-ები, არხი მომხმარებელსა და გადახდების პროცესორს შორის, იყენებენ სხვადასხვა სახის დაცვის მექანიზმებს, რათა უზრუნველყონ მომხმარებლის გადახდის ინფორმაცია (საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ინფორმაცია) ონლაინ გადახდისას. მაგრამ gateway-ს უსაფრთხოება არაა ხშირად საკმარისი, რადგან მერჩანტს აქვს შესაძლებლობა მოიპოვოს საბარათე ინფორმაცია გადახდისას რაიმე ფორმით. გარდა ამისა, ზოგიერთი მერჩანტი არ სთავაზობს გადახდის უსაფრთხო გარემოს მომხმარებელს. შესაბამისად, ეს ყველაფერი ქმნის საშიშროებას, რომ მომხმარებლის საბარათე მონაცემები იყოს არასწორად გამოყენებული მერჩანტის მიერ, ან სულაც ჰაკერებმა მოიპოვონ მასზე წვდომა. ნაშრომში გთავაზობთ ახალ მიდგომას გადახდების სისტემებისადმი, რომლის მეშვეობითაც კლიენტის საბარათე ინფორმაცია ხელმიუწვდომელია მერჩანტის მიერ. მომხმარებელი თავის საბარათე მონაცემებს აგზავნის პირდაპირ გადახდების gateway-ში და gateway, მონაცემების ვერიფიცირების შემდეგ აგზავნის გადახდას მერჩანტთან, ხოლო საბარათე ინფორმაციას ნებისმიერი ინტერნეტ-საშიშროებებისგან ვიცავთ Payment Card Industry Data Security Standard (PCI DSS)-ის მითითებების გამოყენებით.
მიმაგრებული ფაილები:
დაცული ონლაინ გადახდების სისტემები [ka]