ka | en
Company Slogan TODO

ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამული ინსტრუმენტების შემუშავების თავისებურებები (Rd Crypto Messenger-ის მაგალითზე)

ავტორი: გიორგი იაშვილი
თანაავტორები: გიორგი იაშვილი
საკვანძო სიტყვები: მონაცემები, უსაფრთხოება
ანოტაცია:

ყველას ხშირად გვსმენია, რომ ჰაკერულმა დაჯგუფებამ შეძლო რომელიმე სისტემის “გატეხვა” და მათ ათასობით გიგაბაიტი მოცულობის ინფორმაცია მოიპარეს. წარმოგიდგენიათ თქვენი რეაქცია, როცა გაიგებდით, რომ თქვენი საბანკო ანგარიშის მონაცემები აღმოჩნდა მესამე პირის ხელში და მას ახლა სრულად შეუძლია თქვენი თანხების მართვა? ამ ნაშრომში განხილულია მონაცემების დაცვა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მონაცემების მოპარვის უამრავი გზა არსებობს და ლოგიკურად მათგან დაცვის ხერხებიც ბევრია. მონაცემების დასაცავად ფართოდ გავრცელებული და მეტნაკლებად სტანდარტული გზებია მიდგომების გამოყენება როგორებიცაა: Certificate Authority, ციფრული ხელმოწერა, MD5 ჰეშირების ალგორითმი, DES ალგორითმი და ა.შ. სერთიფიკატის(მაგ: SSL) არსებობის შემთხვევაში თქვენ დაცული ხართ ქსელით გაგზავნილი და მიღებული მონაცემების გაშიფრვისგან. ციფრული ხელმოწერა ადასტურებს მონაცემების ორიგინალობას და გაძლევთ საშუალებას დაადგინოთ არის თუ არა მონაცემები გაყალბებული. MD5 ჰეშირების ალგორითმი გამოიყენება მონაცემების(მაგ: პაროლი) დასაჰეშად, რათა მისი ღია სახით გაგზავნა არ მოხდეს. DES ალგორითმი არის მონაცემთა დაშიფრვის სიმეტრიული ალგორითმი, რომელშიც ერთი და იგივე გასაღები გამოიყენება როგორც მონაცემთა დასაშიფრად, აგრთვე მის გასაშიფრად ამ და სხვა მიდგომებისა და ალგორითმების გამოყენების შედეგად შესაძლებელია ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც ყველასათვის სასურველი შედეგია.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com