ავტორიზაცია
ევროპული წაბლის (Castanea sativa Mill.) in vitro კულტივირება და რეგენერაციის ოპტიმალური პირობების შემუშავება
ავტორი: თამარი კუჭავაანოტაცია:
ტყის ეკოსისტემებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ საქართველოში ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის. საქართველოს უნიკალური ფიტოგენოფონდი ქვეყნის ბუნებრივ-კულტურული მემკვიდრეობის შემადგენელი ნაწილია, რომლის შესწავლა, დაცვა და აღდგენა მნიშვნელოვანია როგორც ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, ასევე სოციალურ-ეკნომიკური თვალსაზრისით. უკვე მრავალი ათეული წელია მწვავედ დგას წაბლნარების ხმობის პრობლემა მსოფლიოს იმ ქვეყნებში სადაც კი წაბლის სახეობებია გავრცელებული და ინტენსიურად მიმდინარეობს მათი სწრაფი გამრავლების საშუალებების ძიება წაბლნარი ტყეების შენარჩუნებისა და აღდგენის მიზნით. წაბლის გამრავლების ტრადიციული მეთოდები დაკავშირებულია ბევრ სირთულესთან და ამ თვალსაზრისით ერთ-ერთ უპირატეს მეთოდს წარმოადგენს in vitro კულტივირება. მოცემულ სამუშაოში მოხდა ზიგოტურიემბრიოგენეზისგზით წაბლისმიკროგამრავლებისათვის ოპტიმალურიპირობებისშემუშავებადა in vitro გამრავლების გზით მიღებული მცენარისზრდისმაჩვენებლებისადასიცოცხლისუნარიანობისშეფასება. დადგინდა რომ, ზიგოტირი ემბრიონებიდან განვითარებული მცენარეები ხასიათდებოდნენ მაღალი პროლიფერაციის ხარისხით და სიცოცხლისუნარიანობით. ყლორტების ელონგაციისათვის საუკეთესო ზრდის რეგულატორს წარმოადგენდა 0.4 µM BAP აქტივირებულ ნახშირთან კომბინაციაში. ხოლო ყლორტების პროლიფერაციისათვის საუკეთესო შედეგი აჩვენა 0.4 µM BAPშემცველმა საკვებმა არემ ლიმონმჟავასთან კომბინაციაში. ყველაზე მაღალი (60%) დაფესვიანების ხარისხი და მრავლობითი მეორადი ფესვების წარმოქმნა მოხდა 15µM IBAშემცველ საკვებ არეში. in vitro მცენარეებისსიცოცხლისუნარიანობისშეფასებამ აჩვენა, რომ შედარებით მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა ხშირი და მოკლე ფესვთა სისტემის მქონე მცენარეები. აღნიშნული კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს იშვიათი და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის ახალ სტრატეგიას და უზრუნველყოფს გენეტიკური რეზერვების დაჩქარებულ და ეფექტურ კონსერვაციას.