ka | en
Company Slogan TODO

თეთრი თაგვების პროთრომბინის მახასიათებლებზე კაკლის (Juglans regia L) უღლების მოქმედება ლეიკოპენიის დროს

ავტორი: nino maziashvili
საკვანძო სიტყვები: კაკლის უღლები, ლეიკოპენია, პროთორომბინი.
ანოტაცია:

შესწავლილია თეთრი თაგვების პროთრომბინის მახასიათებლებზე (PT - პროთრომბინული დრო, INR - საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა, PTI - პროთრომბინული ინდექსი) კაკლის უღლების ლიოფილიზირებული ფხვნილის ზემოქმედება ნორმასა და ლეიკოპენიის პირობებში. დადგინდა, რომ Juglans regia-ს უღლების ექსტრაქტის ლიოფილიზირებული ფხვნილის პერორალური გზით შეყვანა ინტაქტური თეთრი თაგვების სისხლში არ იწვევს პროთრომბინის მახასიათებლების ცვლილებას. ნაჩვენები იქნა ციკლოფოსფანის ინექციის შემდეგ თეთრი თაგვების სისხლში პროთრომბინის მახასიათებლების ცვლილებები ნორმის ფარგლებში. Juglans regia-ს უღლების ექსტრაქტის ლიოფილიზირებული ფხვნილის პერორალური გზით შეყვანის შემდეგ არ მიიღწევა პროთრომბინის მახასაითებლების აღნიშნული ცვლილებების კორექცია. დასკვნა: Juglans regia L.-ს უღლების ექსტრაქტის ლიოფილიზირებულ ფხვნილს გააჩნია თაგვების სისხლში პროთრომბინის მახასიათებლების ცვლილების უნარი ნორმასა და ლეიკოპენიის პირობებში.


მიმაგრებული ფაილები:

თეთრი თაგვების პროთრომბინის მახასიათებლებზე კაკლის (Juglans regia L) უღლების მოქმედება ლეიკოპენიის დროს [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com