ka | en
Company Slogan TODO

დიდი კავკასიონის კირქვიანი (სამეგრელო) და არაკირქვიანი (პირაქეთი ხევსურეთი) ლანდშაფტების აპიდოფაუნა: სუბალპების რიგი ჰაბიტატების მიხედვით

ავტორი: ნინო ალუდაური
საკვანძო სიტყვები: აპიდოფაუნა, კირქვიანი ლანდშაფტი, არაკირქვიანი ლანდშაფტი, სამეგრელო, პირაქეთი ხევსურეთი, დიდი კავკასიონი
ანოტაცია:

თემის არსს წარმოადგენდა დიდი კავკასიონის კირქვიანი მასივების აპიდოფაუნის შესწავლა სამეგრელოს ფარგლებში. როგორც ცნობილია, დიდი კავკასიონის ცენტრალური ნაწილის კირქვიანები გამოირჩევა ენდემური ფლორის განსაკუთრეულობით (სახეობების, გვარების და თანასაზოგადოებების მასშტაბით). მას მსოფლიო მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მიზანი იყო გაგვერკვია, აისახებოდა თუ არა კორელაციურად მცენარეული საფარის მსგავსი თავისებურებები უხერხემლო ფაუნაზე. ამისათვის შევარჩიეთ ფუტკრისნაირები. მითუმეტეს, რომ კირქვიანთა ეს მასივი აპიდოფაუნის და ზოგიერთი უხერხემლო ფაუნის თვალსაზრისით თითქმის შეუსწავლელი იყო. როგორც ცნობილია, მწერთა ეს ჯგუფი გამოირჩევა ანტოფილურობით (დამამტვერიანებლები), ამიტომ, ცხადია, ამტვერიანებენ იმ ყვავილოვან მცენარეებსაც, რომლებიც ენდემისზმის თვალსაზრისით ესოდენ დამახასიათებელია კირქვიანი ლანდშაფტებისთვის. აღსანიშნავია, რომ შედარებითი ანალიზის თვალთახედვით შევარჩიეთ პირაქეთი ხევსურეთის არაკირქვიანი ლანდშაფტი სუბალპების სახით. საველე სამუშაოები ტარდებოდა 2015-2016 წწ სამეგრელოსა და პირაქეთი ხევსურეთის ტერიტორიებზე. სამეგრელოს კირქვიანებში მასალების შეგროვება ხდებოდა სიმაღლებრივი სარტყლების მიხედვით, განსაკუთრებული ყურადღება კი დაეთმო სუბალპების ტანბრეცილი სარტყლის ეკოტონს (კრუმჰოლცი),, რომელიც გამოირჩევა სწორედ თავისი ორიგინალური ფლორით. ფაუნისტური მუშაობის დროს სულ მოპოვებულია ფუტკრისნაირთა 88 ეგზემპლარი. მათ შორის სამეგრელოს კირქვიანებში 46, ხოლო პირაქეთი ხევსურეთის არაკირქვიანებში - 42. ეს ფაუნა ტაქსონომიურად გაერთიანებულია 1 ოჯახში, 2 გვარსა და 16 სახეობაში. სიმაღლებრივი სარტყლების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგნაირია: წიფლნარში - 51% (23 ეგზემპლარი), მუქ წიწვნარში - 29% (13 ეგზემპლარი), ხოლო ორობიომში - 19% (9 ეგზემპლარი); სამეგრელოს წიფლნარ სარტყელში აღებული მასალებიდან 1 სახეობა (2%), სავარაუდოდ, ახალია მეცნიერებისათვის. სუბალპების ორი მასივის (სამეგრელო, ხევსურეთი) შედარებითმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ პოლიფაგი ფუტკრისნაირების 20% საერთოა კირქვიანი და არაკირქვიანი მასივებისთვის. სამეგრელოს მაღალმთიანეთისთვის დამახასიათებელია 65%, ხევსურეთის სუბალპებისათვის კი - 35%. ჩატარებულ გამოკვლევებით დადგინდაშემდეგი: (1) სამეგრელოში გამოვლენილი აპიდოფაუნიდან 60% ახალია ამ რეგიონისთვის; (2) 1 სახეობა, დიდი ალბათობით, ახალია მეცნიერებისთვის. (3) უმეტეს უხერხემლოებში სამეგრელოს კირქვიანების ენდემურ მცენარეებსა და მათ მომხმარებლებს შორის კორელაცია მცენარეული საფარის სპეციფიკურობის (ენდემიზმი) თვალთახედვით არ აისახება. ეს უკანასკნელი შეედულება დასტურდება არა მხოლოდ ფუტკრისნაირთა მსგავს პოლიფაგ მწერებზე, არამედ ვიწრო ოლიგოფაგების ისეთ ჯგუფზეც, როგორიც ფსილიდებია (Hemiptera (Psylloides), გეგეჭკორი, 1984).



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com