ka | en
Company Slogan TODO

„ცივი წყლის თევზის კულტივირებად სახეობებში ბაქტერიული დაავადების გამომწვევის Aeromonas hydrophila-ს გამოყოფა და იდენტიფიკაცია“

ავტორი: ლიზი ტრაპაიძე
ანოტაცია:

მსოფლიოში არსებული თევზსაშენი მეურნეობებისათვის დიდი ფინანსური ზარალის მომტანია ბაქტერიოზიდებით გამოწვეული თევზების მასიური კვდომა. ცნობილია, რომ ცივი წყლის თევზებში ბაქტრიული დაავადებების გამომწვევთა შორის არის Aeromonas-ის გვარის წარმომადგენლები. წარმოდგენილი კვლევის მიზანი იყო ცივი წყლის თევზის კულტივირებად სახეობებში ბაქტერიული დაავადების გამომწვევის Aeromonas hydrophila-ს დეტექცია, გამოყოფა და იდენტიფიკაცია. ექსპერიმენტული ნაწილი მოიცავდა შერჩეულ საკალმახე მეურნეობებში წყლის დაბინძურების ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრების განსაზღვრას, წყლისა და დაავადებული თევზის ნიმუშების შეგროვებას და დამუშავებას სამიზნე მიკროორგანიზმების გამოყოფის მიზნით. ჩატარებული კვლევისას გამოიყო 135 სავარაუდო Aeromonas spp. -ს იზოლატი. გამოყოფილ ბაქტერიული იზოლატების ფენოტიპური იდენტიფიკაციის შედეგად აერომონასის გვარს მიეკუთვნა მხოლოდ 48 იზოლატი. API 20E ბიოქიმიურ ტესტ-სიტემის გამოყენებამ დაადასტურა 26 Aeromonas hydrophila/caviae/sobria -ს არსებობა. სახეობა სპეციფიკური პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეშვეობით 19 იზოლატი იდენტიფიცირდა როგორც Aeromonas hydrophila. საქართველოში მდებარე საკვლევი თევზსაშენი მეურნეობების ყველა დაავადებული თევზების ნიმუშებიდან თევზის პათოგენის Aeromonas hydrophila-ს გამოყოფა, იმის მაჩვენებელია, რომ აღნიშნულ საკალმახე მეურნეობებში თევზის ავადობა და სიკვდილიანობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს სწორედ ამ პათოგენის არსებობასთან.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com