ავტორიზაცია
კვანტური პლაზმის სტატისტიკური თერმოდინამიკა ლანდაუ-კელის წარმოდგენაში და მაგნიტური დაძაფვის ტალღები
ავტორი: გრიგოლ ფერაძეთანაავტორები: ნოდარ ცინცაძე
საკვანძო სიტყვები: კვნანტური პლაზმის თერმოდინამიკა, ლანდაუ კელის განაწილება, კელის განაწილება, ვეიბელის არამდგრადობა, რიჩარდსონის ეფექტი
ანოტაცია:
შევისწავლეთ კვანტური პლაზმის თერმოდინამიკული სიდიდეები ძლიერ მაგნიტურ ველში და გამოვიკვლიეთ ძლიერი, გარეშე მაგნიტური ველის გავლენა კვანტური პლაზმის სხვადასხვა ასპექტებზე. ძლიერი მაგნიტური ველის გავლენით ნაწილაკების განაწილების ფუნქცია ხდება ანიზოტროპული. ნაშრომში განხილულია ორი ანიზოტროპული განაწილების ფუნქცია: თავდაპირველად განვიხილეთ არაგადაგვარებული, კვანტური, ლანდაუ-კელის განაწილების ფუნქცია. თერმოდინამიკული სიდიდეების შესწავლისას აღმოჩნდა რომ ადიაბატის განტოლებას აქვს იგივე სახე რაც მაქსველის განაწილების შემთხვევაში. ასევე შევისწავლეთ ვეიბელის არამგრადობა არაგადაგვარებული ფერმი პლაზმისათვის, რომლისთვისაც მივიღეთ ზრდის ტემპის ახალი გამოსახულება. მეორე შემთხვევაში განვიხილეთ კვანტური, გადაგვარებული, კელის განაწილების ფუნქცია. სხვადასხვა თერმოდინამიკულ სიდიდეებთან ერთად გამოვითვალეთ წნევის გასწვრივი და განივი მდგენელები. აღმოჩნდა რომ განივი ნაწილი არ ხდება ნოლის ტოლი მიუხედავად მაგნიტური ველის დაძაბულობის სიდიდისა, რაც ნიშნავს, რომ სამგანზომილებიანი სისტემა მუდმივად რჩება სამგანზომილებიანი ძლიერ მაგნიტურ ველშიც. ასევე კელის განაწილების ფუქციისათვის დაბალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ტალღების შესწავლისას მივიღეთ ახალი დისპერსიული თანაფარდობა ტალღებისათვის, რომელიც ვრცელდება მაგნიტური ველის გასწვრივ. ასეთ ტალეღებს შეიძლება ვუწოდოთ მაგნიტური ძაფების ტალღები. საბოლოოდ ორივე განაწილებისათვის განვიხილეთ რიჩარდსონის ეფექტი მეტალებში. გამოვითვალეთ ელექტრონების ნაკადი, შედეგად აღმოჩნდა რომ გარეშე მაგნიტური ველი აძლიერებს რიჩარდსონის ეფექტს და ეხმარება ელექტრონებს დატოვონ მეტალი როგორც ლანდაუ-კელის, ასევე კელის განაწილების ფუქნციის შემთხვევაშიც.