ka | en
Company Slogan TODO

ქუთაისის რეგიონის ზედაიურულ-ქვედაცარცული ნალექების სტრატიგრაფია

ავტორი: გიორგი ლანჩავა
ანოტაცია:

ანოტაცია სამაგისტრო ნაშრომის („ქუთაისის რეგიონის ზედაიურულ-ქვედაცარცული ნალექების სტრატიგრაფია“) შესავალში მოკლე გეომორფოლოგიურ-ჰიდროგრაფიული მიმოხილვის შემდეგ მოცემულია საკვლევი რეგიონის ზედაიურულ-ქვედაცარცული ნალექების შესწავლის ისტორია. შრომის პირველ თავში განხილულია რეგიონის გეოტექტონიკური მდებარეობისა და სტრუქტურული აგებულების საკითხები. მომდევნო თავში (თავი 2), რომელიც შრომის ერთ-ერთ ძირითად ნაწილს წარმოადგენს, განხილულია რეგიონის ზედაიურულ-ქვედაცარცული ნალექების ლითო და ბიოსტრატიგრაფიის საკითხები. მოცემულია ზედაიურულ-ქვედაცარცულის ძირითადი საყრდენი ჭრილების აღწერები. განსაკუთრებული დეტალობითაა მოცემული ქვედაცარცული ნალექების ბიოსტრატიგრაფიული ანალიზი. ყურადღება აქვს დათმობილი ტრანსგრესიულ - რეგრესიული სედიმენტაციური ციკლების (ეგ.წ. სექვენსურიტრაქტების) გამოვლენას, რომელთა სტრატიგრაფიული დიაპაზონის დადგენა ბიოსტრატიგრაფიული მეთოდის საშუალებით ხდება შესაძლებელი. შრომის დასკვნით ნაწილში (თავი 3) ზედაიურულ - ქვედაცარცული ნალექების ბიოსტრატიგრაფიული მონაცემების გათვალისწინების საფუძველზე მოცემულია საკვლევი ტერიტორიის ფარგლებში ფაციესური ცვალებადობის ანალიზი სივრცეში და დროში და გაშუქრებულია საკვლევი რეგიონის გეოლოგიური განვითარების ისტორიის საკვანძო საკითხები გვიანიურულ - ადრეცარცულში. სპეციალური თავი (თავი 4) აქვს დათმობილი ავტორის მიერ საველე სამუშაოების დროს მოპოვებული ფაუნის აღწერებს.


მიმაგრებული ფაილები:

ქუთაისის რეგიონის ზედაიურულ-ქვედაცარცული ნალექების სტრატიგრაფია [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com