ka | en
Company Slogan TODO

ეკრანირების პრობლემა გადაგვარებულ კვანტურ ფერმი-სითხეში

ავტორი: დავით ბულისკერია
თანაავტორები: ნოდარ ცინცაძე
საკვანძო სიტყვები: დიფრაქცია, კვანტური პლაზმა, გადაგვარებული ფერმი-აირი, ფერმი-სითხე, ეკრანირება
ანოტაცია:

ეკრანირების პრობლემა ძველი დროიდან ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს რადგანაც მისი მეშვეობით ხასიათდება პლაზმა. ჩვენი ნაშრომის მიზანია გამოიკვლიოს ეკრანირების პრობლემა გადაგვარებულ კვანტურ ფერმი-სითხეში. ვიცით, რომ ფერმი-სითხე ბუნებაში არსებობს მხოლოდ დაბალ ტემპერატურაზე და მაღალი სიმკვრივეების გარემოში სადაც კვანტური ეფექტები უგულებელსაყოფი აღარაა. ბოლო წლებში გამოყვანილია ახალი კვანტური კინეტიკური განტოლება სადაც შედის სრულიად ახალი წევრი, რომელიც დაკავშირებულია ელექტრონების დიფრაქციასთან გარემოში. გვაინტერესებს ახალი წევრი იგივე დიფრაქცია როგორ გავლენას იქონიებს ისეთ კოლექტიურ პროცესზე როგორიცაა ეკრანირება, გაზრდის თუ შეამცირებს მას. ასევე საინტერესოა პოტენციური ენერგია რა სახეს მიიღებს ზემოხსენებული ეფექტის გათვალისწინებით. ვინაიდან ვიხილავთ ფერმი-სითხეს, დამატებით ეფექტი შემოდის ნაწილაკთა ურთიერთქმედებიდან. საინტერესოა დიფრაქციასთან ერთად ურთიეთქმედება ეკრანირების ზომებს როგორ შეცვლის და ზოგადად პოტენციალზე რა ზეგავლენას იქონიებს. ვიხილავთ როგორც მიზიდვის ასე განზიდვის ურთიერთქმედებას ნაწილაკთა შორის.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com