ავტორიზაცია
კვანტური ქრომოდინამიკის ვაკუუმის როგორც დომენური კედლების ქსელის თვისებების შესწავლა
ავტორი: შალვა ბილანიშვილიანოტაცია:
წარმოდგენილ სამაგისტრო ნაშრომში განხილულია კვარკული დატყვევების (კონფაინმენტის) მექანიზმის შესაძლო კავშირი გლუონური კონფიგურაციების ვაკუუმურ ფონურ ველებთან. ვაკუუმური გლუონური კონფიგურაციები წარმოდგენილი არიან აბელური ყალიბური ველებით შედგენილი დომენური კედლების ქსელის მეშვეობით.ზომას.ეფექტური პოტენციალის სიმკვრივე პირობითად იყოფა კვარკულ და გლუონურ ნაწილებად. ამასთან კვარკულ კვაზი-ნულოვან მოდებს შეუძლიათ დომენის საშუალო ზომის სტაბილიზირება. დადგენილია, რომ ეფექტურ პოტენციალს გააჩნია მინიმუმი ყალიბური ველის დაძაბულობის არანულოვანი მნიშვნელობისა და სასრული სიდიდის ინფრაწითელი ჩამოჭრის პარამეტრისათვის. ჩატარებულმა შეფასებებმა აჩვენა, რომ დომენის საშუალო ზომა დაახლოებით 0.42 ფერმის შეადგენს.