ka | en
Company Slogan TODO

საქართველოში გავრცელებული ტოქსიგენური E. coli -ის O104 შტამების დახასიათება პულსირებად ველში გელ-ელექტროფორეზის მეთოდით

ავტორი: გვანცა ბრაჭველი
საკვანძო სიტყვები: E. coli, გელ-ელექტროფორეზი პულსირებად ველში, შიგა ტოქსინ მაპროდუცირებელი E.coli, მოლეკულური ტიპირება
ანოტაცია:

შიგა ტოქსინის მაპროდუცირებელი E. coli-ის (STEC) დეტექცია და შესწავლა უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს მისგან გამოწვეული დაავადებების დროული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესისთვის. ამის თქმის საფუძველს ქმნის ის, რომ იგი წარმოადგენს გასტეროენტერიტული დაავადებების ძირითად გამომწვევს, მთავარ გართულებად კი შეგვიძლია მივიჩნიოთ ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი (HUS). ამასთან, E. Coli გამოირჩევა საოცარად დიდი შიდასახეობრივი მრავალფეროვნებით და, განსაკუთრებით კი, ისეთი პათოგენური შტამების არსებობით, როგორებიცაა: O26, O45, O103, O111, O145, O157, O104 და სხვა. რ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაბორატორიაში შიგა ტოქსინის მაპროდუცირებელი E.coli-ის (STEC) სრული შესწავლა მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევის ალგორითმის მიხედვით. კვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს შტამების მოლეკულური ტიპირება, რომელიც ხორციელდება გელ-ელექტროფორეზის მეთოდით პულსირებად ველში (PFGE). ჩატარებული კვლევის ფარგლებში შევისწავლეთ STEC O104 -ის ხუთი შტამი, რომლებიც საქართველოში გამოიყო სხვადასხვა გართულებით მიმდინარე დიარეის მქონე პაციენტებისგან. გელ-ელექტროფორეზის მეთოდით პულსირებად ველში (PFGE) შესაძლებელი გახდა მათი მოლეკულური ტიპირება გენეტიკური მრავალფეროვნების გამოვლენის მიზნით. შტამები შედარდა როგორც ერთმანეთთან, ისე 2009 წლის ეპიდემიოლოგიური აფეთქების დროს გამოყოფილ ორ ისტორიულ შტამთან (2009EL-2050, 2009EL-2071). კვლევის შედეგად გამოიყო ოთხი PFGE პროფილი, რაც საქართველოში მოცირკულირე შიგა ტოქსინის მაპროდუცირებელი STEC O104 ის გენეტიკურ მრავალფეროვნებაზე მიუთითებს.


მიმაგრებული ფაილები:

საქართველოში გავრცელებული შიგა ტოქსინის მაპროდუცირებელი Escherichia coli-ის O104 შტმების დახასიათება პულსირებად ველში გელ-ელექტროფორეზის მეთოდით [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com