ავტორიზაცია
ზოგიერთი ახალი ქირალური სულფოქსიდის ენანტიომერების ადსორბციის შესწავლა ხსნარიდან მყარ ადსორბენტზე და ენანტიომერების დაყოფის თერმოდინამიკური გამოკვლევა სითხური ქრომატოგრაფიის საშუალებით
ავტორი: თამარ ხატიაშვილითანაავტორები: რუსუდან კაკავა, იზა მათარაშვილი
საკვანძო სიტყვები: ენანტიომერების დაყოფა, პოლისაქარიდზე დაფუძნებული ქირალური სტაციონალური ფაზა, ენანტიოსელექტიური ექსტრაქცია, ადსორბციის თერმოდინამიკური პარამეტრები.
ანოტაცია:
წინამდებარე ნაშრომი აღწერს ზოგიერთი ახალი ქირალურისულფოქსიდისენანტიომერების დაყოფას ძალიან მაღალი დაყოფის ფაქტორით მაღალეფექტურსითხურ ქრომატოგრაფიაში ქირალურ სელექტორებად ცელულოზა ტრის (4-ქლორ-3-მეთილფენილ კარბამატის) გამოყენებით. მაღალი დაყოფის ფაქტორი მიღებული იქნა როგორც პოლარული ორგანული მოძრავი ფაზის, ასევე ნახშირწყალბადურ სპირტულიტიპის მოძრავი ფაზების გამოყენების შემთხვევაში. დადგენილი იქნა საანალიზო ნივთიერების ის სტრუქტურული კომპონენტები, რომელთაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ენანტიომერების დაყოფის მაღალი სელექტივობის მისაღებად და გამოთვლილი იქნა ხსნარიდან საანალიზო ნივთიერების ენანტიოსელექტიური ადსორბციის თერმოდინამიკური მახასიათებლები. ჩატარებული იქნა აგრეთვე პირველადი ექსპერიმენტები რაცემატის ხსნარიდან ენანტიომერების სელექტიური ადსორბციის განხორციელების მიზნით.
მიმაგრებული ფაილები:
საბაკალავრო ნაშრომი - თამარ ხატიაშვილი [ka]