ka | en
Company Slogan TODO

თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობის რელიეფის გეომორფოგენეზისი და ტრანსფორმაციის ხასიათი

ავტორი: თამარი ზუმბაძე
თანაავტორები: თამარი ზუმბაძე
საკვანძო სიტყვები: თრიალეთის ქედ, რელიეფი, გეომორფოგენეზისი, ანთროპოგენული ტრანსფორმაცია
ანოტაცია:

თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობი უნიკალური ბუნებრივი პირობებით, გეოლოგიური აგებულებით, ლანდშაფტებით, ისტორიული და კულტურული ძეგლების სიუხვით, სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილმდებარეობით ერთ-ერთი გამორჩეულია, თუმცა უკანასკნელ პერიოდში ინტენსიურმა საინჟინრო-სამეურნეო საქმიანობამ, როგორიც არის გზების გაყვანა, სტიქიური პროცესებისადმი სარისკო ტერიტორიების ათვისება, მაღალი გადამცემი ანძების აშენება, გაზის მილსადენების გაყვანა, რელიეფის ანთროპოგენიზაცია და ბუნებრივმა პირობებმა გამოიწვია საშიში გეოდინამიკური პროცესების (ღვარცოფები, მეწყერები, კლდეზავვები, ეროზიული მოვლენები, გამოფიტვა, მდინარეთა ნაპირების გარეცხვა) დიდი მასშტაბებით გააქტიურება, რასაც თან ახლავს რელიეფის გეომორფოგენეზისი. გარდა ამისა, ხშირს შემთხვევაში საქმე გვაქვს მატერიალულ-ტექნიკური ზარალთან. აღნიშნული ტერიტორიისთვის დამახასიათებელია ძირითადად სტრუქტურული, ეროზული და დენუდაციური ფორმები (სხვადასხვა სიმაღლის მოსწორებული ზედაპირები). საკვლევ ტერიტორიაზე განვითარებულია სხვადასხვა გეოდინამიკური პროცესები და მორფოგენეტური რელიეფის ფორმები. რელიეფი განიცდის მუდმივ ცვლილებას როგორც ენდოგენური (მთათაწარმოშობით, დედამიწის ქერქის მოძრაობით, ვულკანიზმით, მიწისძვრით), აგრეთვე ეგზოგენური პროცესების შედეგად (გამოფიტვით, მდინარის, ტბის და სხვ. მოქმედებით). გეოდინამიკური პროცესების გავრცელების ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი ადამიანის ინტენსიური, საინჟინრო-სამეურნეო საქმიანობაა, რომელიც ხდება ღვარცოფების, მეწყერების, ეროზიული და გამოფიტვის პროცესების განვითარების ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების ფონზე. თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობი ბუნების ძეგლებით ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონია. ბუნების უნიკალურ ძეგლებს წარმოადგენენ აგრეთვე აღნიშნული ტერიტორიის ტბებიც. მათ შორისაა: ბაზალეთის, ბატეთის, ნადარბაზევისა და სხვ. მათ მნიშვნელოვანი რეკრეაციული პოტენციალი გააჩნიათ. აქედან გამომდინარე რეგიონის რელიეფწარმომქმნელი პროცესების და მათი ტრანსფორმაციის შესწავლა, შეფასება მნიშვნელოვანია. წინამდებარე ნაშრომის მთავარი ამოცანა თრიალეთის ქედის ჩრდილოეთი ფერდობის რელიეფის გეომორფოგენეზისისა და ტრანსფორმაციის ხასიათის შეფასებაა.


მიმაგრებული ფაილები:

The geomorphogenesis of the northern slope of the Trialeti Range and the nature of transformation [en]
თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობის რელიეფის გეომორფოგენეზისი და ტრანსფორმაციის ხასიათი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com