ka | en
Company Slogan TODO

გათბობისა და გაგრილების გრადუს დღეების დინამიკა და გეოგრაფია საქართველოს ტერიტორიაზე

ავტორი: გიორგი ჩართოლანი
საკვანძო სიტყვები: კლიმატი, მეტეოროლოგია
ანოტაცია:

გათბობისა და გაგრილების გრადუს დღეები ასახავს იმ ენერგიას რაც არის საჭირო შენობის გათბობის ან გაგრილებისათვის კომფორტულ ტემპერატურამდე, იმის გათვალისწინებით რამდენად ცივა თუ ცხელა შენობის გარეთ. წარმოდგენილი კვლევის მიზანია ენერგიის მოხმარებაზე მოთხოვნილების შეფასების ინდექსების - გაგრილებისა და გათბობის გრადუს დღეების დინამიკისა და გეოგრაფიის შესწავლა საქართველოს ტერიტორიაზე, მსოფლიო მეტეოოროლოგიური ორგანოზაციის საბაზისო პერიოდისათვის 1961-1990. გათბობისა და გაგრილების გრადუს დღეების დასათვლელად გამოყენებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 14 მეტეოროლოგიური სადგურის დღიური ტემპერატურების მონაცემები. გაანალიზებულია გათბობისა და გაგრილების გრადუს დღეების ცვლილების სივრცე დროითი თავისებურებები. მიღებული შედეგები მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნაში ენერგიის რაციონალური გამოყენების, ხარჯების შემცირებისა და საზოგადოებისათვის მაქსიმალური სარგებელის მიღებისათვის.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com