ka | en
Company Slogan TODO

ზოგიერთი ახალი ქირალური სულფოქსიდის ენანტიომერების დაყოფა მოძრავ ფაზებად მეთანოლის და აცეტონიტრილის გამოყენებით მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში

ავტორი: ელენე გვაზავა
საკვანძო სიტყვები: ახალი ქირალური სულფოქსიდები, ელუირების რიგი, პოლისაქარიდულ ქირალური სელექტორები, მეთანოლი
ანოტაცია:

წინამდებარე სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა ახალი ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერების დაყოფა და მათი ელუირების რიგის შესწავლა სხვადასხვა პოლისაქარიდულ ქირალურ სელექტორებზე სითხური ქრომატოგრაფიის მეთოდით. ანალიზები ჩატარდა 13 სხვადასხვა სულფოქსიდისათვის. მოძრავ ფაზებად გამოყენებული იყო მეთანოლი და აცეტონიტრილი. ექსპერიმენტის შედეგად ნაჩვენები იქნა, რომ ქირალურ გარჩევითობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ქირალური სელექტორის, ასევე საანალიზო ნივთიერების ქიმიური სტრუქტურა. დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული ქირალური სულფოქსიდები ყველაზე უკეთ იყოფა „ცელულოზა ტრის(4-ქლორო-3-მეთილფენილკარბამატი)“ - სვეტზე ხოლო ელუირების რიგის შებრუნება ყველაზე ხშირად ზემოთ აღნიშნულ სვეტსა და ამილოზა ტრის(3,5-დიმეთილფენილკარბამატ)-ზე შეინიშნა. ასევე დადგინდა, რომ ენანტიომერების ელუირების რიგის შებრუნება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქირალური სელექტორის ბუნებაზე.


მიმაგრებული ფაილები:

სამაგისტრო ნაშრომი ელენე გვაზავა [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com